რ2: პარტია ჩვენი საქართველოს წევრი ორდღიანი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პარტია ჩვენი საქართველოს წევრმა ოსური დიასპორიდან, ზაზა ლაზაროვმა, ცესკოს მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და დღეს გარდაიცვალა.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ლაზაროვი ორი დღის განმავლობაში შიმშილობდა. დღეს კი შედეგად შეუძლოდ გახდა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან მრეწველებისა და ჩვენი საქართველოს წევრები. ისინი რეგისტრაციიდან მოხსნას აპროტესტებენ.

Comments
Loading...