რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი ( ბერძნ. αναρχία – უხელისუფლეობა) — მსოფლმხედველობა, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას. კერძოდ, ანარქისტები უარყოფენ სახელმწიფოს, პოლიტიკური ხელისუფლების ან რაიმე სხვა იერარქიული მმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფიან მათი ამოფხვრისკენ.

960277_486098761463421_1014483211_n

ეს არის სიმბოლო, რომელიც ალბათ შავ და წითელ-შავ დროშაზე მეტად ცნობილია. პიტერ მარშალის მიხედვით “წრეში ჩასმული A” გამოხატავს, რომ “ანარქიზმი არის წესრიგი”. ასევე ამატებს, რომ წრე არის “ერთიანობისა და გადაწყვეტილების სიმბოლო”, რომელიც “მხარს უჭერს ინტერნაციონალი ანარქისტების სოლიდარობას”.
თუმცა წრეში ჩასმული A-ს წარმოშობა, როგორც ანარქისტების სიმბოლოსი, არაა ნათელი. ბევრი ფიქრობს, რომ ის დაიწყო 1970-იან წლებში, პანკური მოძრაობიდან, მაგამ სინამდვილეში, ის ბევრად ადრე იღებს სათავეს. პიტერ მარშალის მიხედვით: “1964-ში ფრანგული ჯგუფი “jeunesse libertaire”-მ ახალი მნიშვნელობა მისცა ზემოთხსენებულ სლოგანს “ანარქია არის წესრიგი”, როდესაც შექმნა სიმბოლო, რომელიც მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 1956 წლის 25 ნოემბერს, ბრიუსელში “alliance ouvriere anarchiste”-მ საბოლოოდ შემოიღო ეს სიმბოლო. დიდი ხნის შემდეგ, BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936) შესახებ, გამოჩნდა ანარქისტული მოძრაობის წევრი სიმბოლური “A” ნიშნით. სიმბოლოს წარმოშობაზე სხვა არაფერია ცნობილი.
დღესდღეისობით, წრეში ჩასმული A არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმბოლო პოლიტიკური სიმბოლიკის მთელ დარგში. “საოცარმა უბრალოებამ და პირდაპირობამ გახადა სიმბოლო ასე მისაღები ანარქისტებისთვის და გაამაგრა მოძრაობა 1968 წელს, თავიდან აღდგომის შემდეგ.”

Student protesters target a police van during a demonstration against an increase in university tuition fees, in Westminster, central London= Wednesday Nov. 24, 2010. Several thousand British students protested Wednesday against government plans to triple tuition fees, two weeks after a similar demonstration sparked a small riot.  (AP Photo/Anthony Devlin/PA) UNITED KINGDOM OUT NO SALES NO ARCHIVE
Student protesters target a police van during a demonstration against an increase in university tuition fees, in Westminster, central London= Wednesday Nov. 24, 2010. Several thousand British students protested Wednesday against government plans to triple tuition fees, two weeks after a similar demonstration sparked a small riot. (AP Photo/Anthony Devlin/PA) UNITED KINGDOM OUT NO SALES NO ARCHIVE

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი!
შეიძლება მოგეჩველოთ, რომ ანარქიზმი მხოლოდ ნეგატიური იდეოლოგიაა, განმუდმებით ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული. სინამდვილეში, ანარქისტებს აქვთ ბევრი პოზიტიური იდეა უხელისუფლებო საზოგადოებასთან მიმართებაში. თუმცა ჩვენ თავს არ ვახვევთ რაღაც ერთ კონკრეტულ გეგმას, რადგან ზოგადად ადამიანის ბუნება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ერთ გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია, ხოლო მცდელობა – დამღუპველი.

უილიამ გოდვინი

ანარქიზმს საფუძველი ჩაეყარა უილიამ გოდვინის (1756-1836) ნაწერებში. ის პრესვიტერიანული ეკლესიის მღვდელი იყო, მიატოვა ეკლესია და მწერალი გახდა, დაწერა “კალებ უილიამსი”, სადაც ანარქისტული იდეოლოგია გადმოსცა, შექმნა ინტელექტუალთა წრე, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე მერი უოლსთოუნქრაფთი, ახალგაზრდა მწერლები – უორდსუორთი, მისი სიძე – შელი. ისინი აკრიტიკებდნენ ავტორიტარიზმს, ამტკიცებდნენ განათლების აუცილებლობას ადამიანისათვის, მიაჩნდათ, რომ თანადგომა ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი თვისებაა. ანარქიზმი მოიცავდა უტოპიზმს, ეკონომიკური თავისუფლების იდეას, რაც პრუდონის შრომებშია ასახული, ინდივიდუალისტურ ანარქიზმს, ლიბერტარიზმს, ეგოიზმს, ანარქო-კაპიტალიზმის თეორიებს, რევოლუციური ძალადობის კრიტიკას.
ანარქიიის წარმოშობა ბაკუნინის,პრუდონის და შმიდტის სახელებთნ არის დაკავშირებული. ბაკუნინი შეიძლება მივიჩნიოთ ანაარქიის ძირითად იდეოლოგად,ბაკუნინი მოსკოვში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა, სადაც იგი ჰეგელის და ფიხტეს ნაშრომებს აკტიურად იკვლევდა,1840 წელს იგი გერმანიაში იქნა ემიგრირებული სადაც შეუერთდა ახალგაზრდა ჰეგელიანელებს. 1848-49 წელს აქტიური მონაწილეობა მიირო პარაღსას და დრეზდენში განხორციელებულ რევოლუციაში.1851 წელს იგი დააპატიმრეს და ციმბირში ამოაყფინეს თავი საიდანაც მალევე გაიქცა დასავლეთ ევროპაში, სადაც აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ანარქისტული განხრით. იგი გერცენთნ და ოგაროვთან ერთდ აქტიურად მონაწილეობდა, ანარქისტული მოძრაობის ორგანიზებაში. 60 იანი წლების მიწურულს მან საბოოლოოდ ჩამოაყალიბა ანარქისტული თეორია: ”სახელმწიფობრიობა და ანარქია”, სადაც მან ეკლესია და საერთოდ რელიგია პოლიტიკურ იარაღად შერაცხა. ბაკუნინმა განაცხადა, რომ რელიგია ”კოლექტიური სიგიჟეა” ეკლესიას კი ”ზეციური სამიკიტნო” უწოდა, სადაც ხალხი ცდილობს გასაჭირი დაივიწყოს. იმისათვის, რომ კაცობრიობამ ”თავისუფკლების სამეფოს” მიაღწიოს, უნდა აფეთქდეს და ხალხის ცნობიერებიდან ამოძირკვოს ძლაუფლების პრინციპი. ბაკუნინი უარყოფდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას და ხელისუფლების ბატონობას.
იგი იბრძოდა სრული თვისუფლების იდეისთვის. მისი მოძღვრება გავრცელდა როგორც რუსეთში ასევე ევროპულ და ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში. ბაკუნინის იდეების ერთერთ ყველზე დიდ მიმდევრად ითვლება პეტრე კროპოტკინი, რომელმაც საფუძველი ჩუყარა ანარქისტული კომუნიზმის თეორიას, თუმცა აქტიურად უპირისპირდებოდა ოქტობრის რევოლუციას და მარქსიზმს მისი იდეა იყო თვისუფალი კომუნების დაარსება.

Comments
Loading...