რა არის აუტიზმი – აუტიზმის ნიშნები – შესაძლებელია თუ არა მკურნალობა?

“აუტიზმი არ არის ტრაგედია, მისი იგნორირებაა ტრაგედია…”

აუტიზმი კლასიფიცირდება, როგორც ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ხაზგასმული არაადექვატური სოციალური ინტერაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ინტერესთა და ქცევის მანერათა სპეციფიური სერიით.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სპეციფიური ეტიოლოგია უცნობია, მრავალი მკვლევარი ეჭვობს, რომ აუტიზმი გენეტიკურად განპირობებული სისუსტეა გარემოს ხასიათობრივი ცვლილებების მიმართ.

რა არის აუტიზმი ნიჭი, ავადმყოფობა თუ წყევლა?!

Little girl creating toys from play dough
Little girl creating toys from play dough

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია,
რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბალური კომუნიკაციის დამყარების,
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.
ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თანაშში.
პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:

სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა
კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა
საგნებით გატაცება
ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები.აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ,ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრების, ემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენაქვთ მონოტრონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.

91341440841021

აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე,
ისინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს,
ასევე ერიდებიან პირდაპირ მზერას,
ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას,
არ პასუხობენ სხვის ემოციებს,
ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან,
შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ.
გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებების და უარყოფითი ემოციების მომგვრელია,
განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ადამიანის სახე, სწორედ ამიტომ გაურბიან პირდაპირ მზერას.
ბავშვი არჩევს საჭმლის ფაქტურას და გემოს, არ ჭამს გარკვეული ტიპის საჭმელს, მაგრამ შეუძლია პირში ჩაიდოს და შეჭამოს : ქაღალდი, ფოთლები.
მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე მათ აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი) სწორედ თვითსტიმულაციის საშუალებით ცდილობს ის შფოთვის და უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევას და დადებითი ემოციური მდგომარეობის მიღწევას.

3_special_autism

ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევის და ა.შ.გაძლიერებული უნარი.

ახალი გარემო მათთვის უარყოფითი ემოციის და შიშის წყაროა.

აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად დადიან ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ…
ჩვეულებრივი საგნები და მოვლენები, შესაძლოა ძლიერი შიშის აღმოცენების მიზეზი იყოს, ასევე შიშს იწვევს ახალი სიტუაცია, ახალი საგნები.
აუტისტური შიშები ამახინჯებს გარემოს აღქმას.
სათამაშოებზე მეტად მათთვის მიმზიდველია სხვადასხვა მასალა, მაგალითად : ბოთლები, ღილები, თავსახურები.
ხშირად იზიდავს საგნის რაიმე თვისება : ტრიალი, ნახვრეტი, ბრჭყვიალი, ფერი…

აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე, გოგოებში.

რა არის დაავადების მიზეზი?

1431618078173

უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი – აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

როგორ მკურნალობენ?

220px-Opening_a_window_to_the_autistic_brain

მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

შეიძლება თუ არა დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს და როგორ?

220px-Opening_a_window_to_the_autistic_brain

აუტიზმით დაავადებული ბავშვის დახმარება და მისი სიმპტომების მნიშვნელოვნად შემსუბუქება შესაძლებელია სწორი მიდგომისა და მკურნალობის შემთხვევაში. კვლევებმა ცხადყო, რომ აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა დიდი რაოდენობა უფრო კომუნიკაბელური გახდა, როცა მათ გარშემო არსებული სამყაროს სწორად გაგება ისწავლეს.

აუტიზმის შემთხვევაში თერაპია ან დახმარება მიმართულია ცალკეული ინდივიდის სპეციფიკური სიმპტომების შემსუბუქებაზე. ყველაზე ეფექტურია ამ თვალსაზრისით ქცევითი-სწავლება და მედიკამენტოზური ჩარევა. ქცევითი-სწავლება წარმოადგენს გეგმაზომიერ და ხშირად ინტენსიური სწავლების მეთოდს, რომელიც მუშავდება ცალკეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად. თერაპევტები ცდილობენ დაეხმარონ მას სოციალური და მეტყველების უნარის განვითარებაში. რადგან ყველაზე ეფექტურად და სწრაფად ბავშვები მცირეწლოვან ასაკში სწავლობენ, ამ სახის ჩარევა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ადრე დაწყებული მკურნალობა სასიკეთოდ მოქმედებას ტვინის განვითარებაზე.

მედიკამენტოზური მკურნალობა, ინიშნება თვით-დაზიანების ქცევის ან სხვა სიმპტომების, ეპილეფსიის და ყურადღების დაქვეითების შემთხვევების შესასუსტებლად. ამგვარ წამალთა უმრავლესობა მოქმედებს ტვინში სერატონინის ან სხვა სიგნალის გადამცემი ქიმიური პრეპარატების დონეზე.

Comments
Loading...