რა არის დეჟა ვუ (უკვე ნანახი) – ახალი სიტუაცია რომელიც თითქოს ნაცნობია…

რა არის დეჟა ვუ? ამ ფენომენის სრულ განმარტებას ვერცერთი მეცნიერი ვერ იძლევა, გთავაზობთ რამოდენიმე თეორიას:

დეჟა ვუ (უკვე ნანახი)- ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს, რომ ის როდესღაც უკვე იყო მსგავს სიტუაციაში, თუმცა ეს გრძნობა არ
უკავშირდება წარსულის კონკრეტულ მომენტს, არამედ მიეკუთვნება ზოგადად წარსულს.
ტერმინი პიირველად ემილ ბუარკმა გამოიყენა(1851-1917) წიგნში „ფსიქიკური მეცნიერებების მომავალი“.
ანალოგიური მოვლენების ( უკვე განცდილის) საპირისპირო ტერმინია- ჟამევიუ-არასოდეს ნანახი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ჩვეულ გარემოშ გრძნობს, რომ აქ არსოდეს ყოფილა.
დეჟა ვუს გამოვლენა და ფენომენის მიზეზები- დეჟა ვუს მდგომარეობა ჰგავს
დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნის გადაკითხვას, ან ფილმის ნახვას, როემლსაც ადრე უყურე, მაგრამ უკვე სრულად დაგავიწყდა, რის შესახებაა ის. ასეთ მდგომარეობაშ მყოფ ადამიანს არ შეუძლია გაიხსენოს რა მოხდება შემდეგ წამში, მაგრამ მოვლენების მსვლელობის მიხედვით იგებს, რომ დეტალებში აქვს ნანახი ეს რამოდენიმე წუთი, რამოდენიმე თანამიმდევრულ მოვლენაზე რეაქციის სახით.
დეჟა ვუს განცდის მთელი ძალა მდგომარეობს შგრძნებაში, თითქოს იყო ასობით ვარინტი, როგორ შეიძლებოდა ჩაევლო ამ მომენტს, თუმცა დეჟა ვუს მდგომარობაში მყოფი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ყველა წინარე მოქმედებას (სწორია თუ არასწორი მისთვის), რომელთა შემდეგ მას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული აღმოჩენილიყო სწორედ ამ სიტუაციაში და ამ ადგილზე.
დეჟა ვუსგან მიღებული შთაბეჭდილება შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს რომ მასზე მოგონებები გაგრძელდეს წლების მანძილზე- თუმცა, როგორც წესი, ადამიანს არ გამოსდის აღიდგინოს მეხსიერებაში იმ მოვლენების წვრილმანები, რომლებიც, როგორც მას გონია, ახსოვდა როცა დეჟა ვუს განიცდიდა.
დეჟა ვუს მდგომარეობას თან ახლავს დეპერსონალიზაცია: რეალობა ხდება ბუნდოვანი და გაურკვეველი. ბერგინსონი დეჟავიუს განმარტავდა, როგორც „მოგონებას აწმყოზე“ ის თვლიდა, რომ რელობის აღქმა ამ მომენტში მოულოდნელად ორმაგდება და თითქოს ნაწილობრივ წარსულში გადადის.
დეჟა ვუ საკმაოდ განვრცობილი მოვლენაა: კვლევები აჩვენებს, რომ ჯანმრთელი ადამიანების დაახლოებით 97 პროცენტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია ეს მდგომარეობა. ხოლო ეპილეფსიით დაავადებულებს- საკმაოდ ხშირად აღენიშნებათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი ხელოვნურად გამოწვევა შუძლებელია. ამ
მიზეზიდან გამომდინარე დეჟავიუს მეცნიერეული კვლევა გართულებულია.
აგრეთვე არსებობს მოსაზრება, რომ „დეჟა ვუს“ გამოვლენის მიზეზი შესაძლოა იყოს თავის ტვინის მიერ დროის კოდირების ხერხის ცვლილება. ამასთან უფრო მარტივია წარმოვიდგინოთ, როგორც „აწმყოსა“ და „წარსული“ ინფორმაციის ერთდროულად კოდირება და ამავდროულად ამ პროცესების განცდა, რაც ბადებს რეალობიდან მოწყვეტის შეგრძნებას.
ანდრეი კურგინი იკვლევდა დროის სტრუქტურას დეჟა ვუს მდგიმარობაში და მივიდა დასკვნამდე, რომ განცდის ფაქტობრივი მიზეზია ერთმანეთზე ფენებად განლაგებული 2 სიტუაცია. ის რაც ოდესღაც სიზმარში განიცადე და ის რასაც ახლა განიცდი. ასეთი ფენების წარმოქმნის პირობად ითვლება დროის სტრუქტურის შეცვლა-ცვლილება
, რომლის დროსაც მომავალი შემოიჭრება აწმყოში და ამით აშიშვლებს ადამიანის სიღრმისეულ ეკზისტენციალურ პროცესს. ამ დროს „აწმყო“ როგორც ასეთი „იწელება“ და თავის თავში იტევს წარსულს, ასევე მომავლას. ა. ვურგანი იკვლევს პირველყოფილი ტომების ისტორიაზე დაყრდნობით ჩვენი უძველესი წინაპრების შემეცნებიდან ჩვენი თანამედროვე დეჟავიუს მდგომარობის წარმოქმნის შესაძლებლობას.
ახლა გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს ვარაუდი, რომ დეჟა ვუს ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს ინფორამციის წინასწარი გაუაზრებელი გადამუშავებით,
მაგალითად სიზმარში, იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი ხვდება რეალობაში სიტუაციას, რომელიც აღქმულია გაუაზრებელ დონეზე, და ტვინის მიერ წარმატებით მოდელირებული, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რეალურ მოვლენასთან, ჩნდება დეჟა ვუ. ასეთი ახსნა კარგად დასტურდება ჯანმრთელ ადამიანებში დეჟა ვუს გამოვლენის სიხშრით.

————————————————————————————————————————————-
————————————————————————————————————————————-

“დეჟა ვუ” ფრანგული სიტყვებია და ქართულად ნიშნავს: “უკვე ვნახე”. ბევრ თქვენგანს ალბათ მრავალჯერ ქონია ისეთი შემთხევა როცა გონებია რომ ადრე უკვე გადახდენია თავს ის რაც ხდება ახლა. სინამდვილეში, დეჟა ვუს გააჩნია საკმაოდ მარტივი მეცნიერული ახსნა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: დეჟა ვუ არის თქვენი ტვინის ბოროტი ხუმრობა და მეტი არაფერი!

მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ როგორ მოქმედებს დეჟა ვუს ეფექტი ადამიანზე: წარმოიდგინეთ, რომ შემოდგომის დილაა და თქვენ მისერინობთ ქუჩაში. ამ დროს თქვენ განიცდით ისეთ გრძნობას რომელიც ადრე უკვე გამოგიცდიათ, შესაძლოა ადრეული ბავშვობის ასაკში, ამას თქვენი ტვინი შეყავს შეცდომაში და აძლევს იმის შეგრძნებას რომ მას შეხვედრია ანალოგიური სიტუაცია (და არა ანალოგიური გრძნობა). მაგალითად: თქვენ შეიგრძენით ისეთი სურნელი რომელიც შორეულ ბავშვობაში შეგიგრძნიათ მაგრამ აღარ გახსოვთ, ამ დროს თქვენი ტვინი უბრუნდება კარგა ხნის დავიწყებულ ინფორმაციას და სწორედ აქ იწყება ფოკუზი: თქვენ ჩერდებით, გაოცებისაგან თვალები გიფართოვდებათ და ფიქრობთ: “კი მაგრამ მე უკვე ვყოფილვარ ამ სიტუაციაში… მაგრამ – დაამატებთ თქვენ – აღარ მახსოვს სად!”

საქმე იმაშია რომ თქვენ გაქვთ გამოცდილი ანალოგიური გრძნობა წარსულში, მხოლოდ სრულიად სხვა სიტუაციაში. თქვენ კი მიგაჩნიათ (უფრო სწორად თვენი ტვინი მიიჩნევს ასე) რომ გამოცდილი გაქვთ ანალოგიური სიტუაცია და არა გრძნობა.

გახსოვდეთ რომ თქვენი ტვინი, ამა თუ იმ სიტუაციას იმახსოვრებს სწორედად რომ ამ სიტუაციაში განცდილი გრძნობის წყალობით. რაც ურფო დამძაბველი, საშიში ან პირიქით – სასიხარულოა სიტუაცია, მით მეტად გამახსორდებათ იგი. თქვენი ტვინი ხსენებული გრძნობების მძაფრად განცდისას გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ამა თუ იმ სიტუაციის უკეთ დამახსოვრებას. ძირითადად, როცა ადამიანს ახსენდება რაიმე სიტუაცია წარსულიდან, მას ასევე ახსენდება ისიც თუ რას განიცდიდა იგი იმ მომენტში. ისმის კითხვა, რა მოხდება მაშინ თუ თქვენ გაიხსენებთ მხოლოდ გრძნობას მაგრამ ვერ შეძლებთ სიტუაციის გახსენებას. პასუხი მარტივია – თქვენი ტვინი შეეცდება დააკავშიროს ეს გრძნობა კონკრეტულ სიტუაციასთან და თუ იგი ვერ შეძლებს გაიხსენოს თუ როდის განიცადეთ ეს გრძნობა – მაშინ შესაძლოა თქვენმა ტვინმა, განცდილი გრძნობა ამჟამინდელ (არსებულ) სიტუაციასთან დააკავშიროს და ჩათვალოს რომ ყოფილხართ ანალოგიურ სიტუაციაში წარსულში. სწორედ ამას ვუწოდებთ – დეჟა ვუს, რომელიც სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი მოვლენაა. ტვინის მოტყუება არც თუ ისე ძნელია. ამაში დასარწმუნებლად შეხედეთ რომელიმე ოპტიკურ ილუზიას. დეჟა ვუ ჩვენი ტვინის მოტყუების ერთერთი რიგითი საშუალებაა.

და ბოლოს, გახსოვდეთ რომ წარსულში განცდილი გრძნობები არასოდეს არ იშლება მეხსიერებიდან. ოდესღაც თქვენს მიერ განცდილი გრძნობა ტვინს გადაეცა როგორც ელექტრონული სიგნალი და იგი იქ ინახება…. იმ მომენტამდე სანამ იგი კვლავ გამოიღვიძებს.
———————————————————————————————————————————
———————————————————————————————————————————

მაინც რა არის დეჟა ვუ…მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა სრულიად ახალი სიტუაცია ან ადამიანი ჩვენთვის გარკვეულწილად ნაცნობი ხდება, მაგრამ არ ვიცით საიდან ან როგორ.
დამერწმუნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონია ის შეგრძნება თითქოს რაღაც მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში პირველად არ ხდება. ხშირად გვითქვამს ”ამ ადამიანს შევხვედრილვარ”, ან ”მე აქ ვყოფილვარ”. მეცნიერულად საკმაოდ რთულია ამ ფენომენის შესწავლა, იმიტომ რომ დეჟა ვუს პროცესს ლაბორატორიაში ვერ შეისწავლი.
ცნობილია, რომ დეჟა ვუ მხოლოდ 8-9 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს ფენომენი ძალიან ხშირია თინეიჯერებში და ასაკის მატებასთან ერთად იგი კვლავ ქრება, ამიტომ ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ დეჟა ვუ დაკავშირებულია ტვინის განვითარების პროცესებთან. როდესაც ჩვენ ვიღებთ მხედველობით ინფორმაციას ვიცით, რომ ის იმპულსების მეშვეობით გადაეცემა ტვინის უკანა ნაწილს, სადაც მხედველობის ზონაა. იქ ხდება ჩვენს მიერ აღქმულის დამუშავება, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ ტვინის კიდევ რა ნაწილს გადის მიღებული ინფორმაცია, სანამ მხედველობის არეს გადაეცემა, რადგან ეს შეიძლება იყოს პასუხი კითხვაზე თუ რა არის დეჟა ვუ. მხედველობითი ინფორმაცია პირველ რიგში ხვდება შუა ყურში და შემდეგ გადაეცემა ტვინის სხვა ნაწილებს, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. აღქმულ სურათებს ვაანალიზებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მხედველობის არეს მიაღწევენ, ამიტომაც ზოგიერთი სიტუაცია ცვენთვის ისეთი ნაცნობი ხდება, რადგან ის აღქმულია ტვინის სხვადასხვა ნაწილის მიერ, თუმცა ჩვენმა ტვინმა ეს აღიქვა გაუთვიცნობიერებლად.
დეჟა ვუს გარდა არსებობს სხვა არანაკლებ საინტერესო ფენომენებიც. მაგალითად, როდესაც უნდა ჩაგეძინოს, და სრულიად მოულოდნელად გაქვს შეგრძნება, რომ ვარდები და მომენტალურად გეღვიძება. ამას კი წმინდა მეცნიერული ახსნა აქვს. როდესაც იძინებ, თითოეული კუნთი დუნდება, თუმცა ტვინის რაღაც ნაწილი მაინც მუშაობს. ეს ადამიანის ერთგვარი თავდაცვის სისტემაა. ტვინი გრძნობს ხიფათს, რადგან თითოეული კუნთი მოდუნებულია და საფრთხის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვას ვერ შეძლებთ, ამიტომაც ის მთელს ორგანიზმში სასწრაფოდ აგზავნის სიგნალს და ამის გამო თქვენ უეცრად იღვიძებთ შეგრძნებით, რომ სადღაც ვარდებით.
ასევე ძალიან საინტერესოა ”პრესკა ვუ”, რასაც ჩვენ საქართველოში ვეძახით ”ენის წვერზე მადგია”. როდესაც ცდილობ გაიხსენო რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი, ან სესაძლოა, საყვარელი მსახიობის სახელიც კი ვეღარ გაიხსენო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ როდესაც ცდილობ რომელიმე კონკრეტული სახელის ან სიტყვის გახსენებას გონებაში წამოტივტივდებიან სხვა მსგავსი სიტყვები, ტვინი კონცენტრირებას სწორედ ამ მსგავს სიტყვებზე აკეთებს და არ გაძლევს საშუალებას გაიხსენო ზუსტად ის სიტყვა, რომელსაც შენ ეძებ. შენ იხსენებ ყველა მიმსგავსებულ სახელს, მაგრამ არა იმას რომელსაც შენ ეძებ. ცოტა ხნის შემდეგ როდესაც გონება სხვა რამეზე გადაერთვება ტვინი ავტომატურად ”ბლოკს ხსნის” ყველა შესაძლო ვერსიას და შემდეგ უეცრად გვახსენდება ”ჯოშ ჰარტნეტი, ეს რამ დამავიწყა”.

Comments
Loading...