რა არის ესპანური სანგრია? როგორ მოვამზადოთ ესპანელების უძველესი სასმელი…

სანგრია – ესპანელების უძველესი სასმელია. საბაზო რეცეპტით – თანაბარი რაოდენობით წყალი და ღვინო. როგორც ესპანელი მზარეული მარკო „პირველ კულინარს“ უხსნის, ესპანეთში ბევრი წითელი ღვინოა, რომელთა ფასიც 1 ევროდან იწყება. ზაფხულის ცხელი სეზონი წითელ ღვინოს „ვერ იტანს“, ამიტომ ესპანეთში უკვე საუკუნეებია, წყალში გაზავებულ წითელ ღვინოს – სანგრიას სიამოვნებით მიირთმევენ.


სანგრიის იმდენი რეცეპტი არსებობს, რამდენი გურმანიც. ყველა თავისებურად ამზადებს, უმატებს იმ ინგრედიენტს, რაც ძალიან უყვარს. მაგალითად, კენკრის სეზონზე ამზადებენ მარწყვის ან ჟოლოს სანგრიას, თხლად დაჭრილი ახალი ვაშლით, უმატებენ ცოტა დარიჩინს ან გახეხილ მუსკატის კაკალს.

სანგრია ძირითადად შავი მშრალი ღვინისგან მზადდება. თუმცა უგემრიელესია თეთრი ღვინისა და შამპანურის ნაზავიც (აუცლიებლად ემატება დაფქული მუსკატის კაკალი – გემოვნებით!).

სანგრია ბარებში კოქტეილად იქცა, ესპანურ ოჯახებში ის საოჯახო სასმელია. ზაფხულობით დიდ შუშის დეკანდერებში ლალისფრად ამაყობს ხილით და ყინულით სავსე სანგრია..

როგორ მოვამზადოთ?

აიღეთ 200 გრამი შაქარი, დაასხით 500 თბილი გრამი წყალი და კარგად გახსენით შაქარი წყალში. გააგრილეთ, ჩაასხით შუშის დოქში, დაუმატეთ 1 ლიტრი წითელი ღვინო, 5 სუფრის კოვზი კონიაკი, ჩაუშვით ღვინოში დაჭრილი ხილი – მარწყვი, ატამი, გარგარი, ციტრუსები, ვაშლი, კურკაგამოცლილი ალუბალი… ნებისმიერი ხილი, რაც თქვენ გიყვართ… თუ სტუმრების გაოცება გსურთ, დაუმატეთ მწიკვი დაფქული მუსკატი, ან დარიჩინი… ბოლოს ბლომად ყინული.

სანგრიას ნებისმიერი ჭიქით მიირთმებენ, მაგალითად, ყავის დიდი სახელურიანი ჭიქებითაც… ზაფხულში სადილის დროს სანგრია ლიმონათის ან სხვა გამაგრილებლის მაგივრობას იდეალურად სწევს. ჯანსაღია და სურნელოვანი.

ასევე გთავაზობთ სხვადასხვა სახის სანგრიის მომზადების რამოდენიმე ვიდეოს

https://www.youtube.com/watch?v=Xnjw0SBKDM0

Comments
Loading...