რა არის ჯადო? – ინტერვიუ მედიუმთან

პარანორმალურ მოვლენებს მეცნიერული ახსნა არ აქვთ, მოსახლეობის ნაწილისთვის ჯადო, ტელეპატია და მსგავსი ფენომენები ცრურწმენაა, რელიგიის წარმომადგენლები სასტიკად კრძალავენ ასეთ რიტუალებში მონაწილეობას. თუმცა, მკითხავები თუ მაგები ყოველთვის არსებობდნენ…

საინტერესოა, როგორ ხსნიან საკუთარ საქმიანობას ის ადამიანები, რომლებიც თავს მედიუმს უწოდებენ და რიტუალებს ყოველდღიურად ატარებენ.

-ამბობენ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი თქვენთან მოდის. ყველაზე ხშირად რის გამო მოდიან, რისი გაკეთება სურთ?მრავალი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული, უმეტესესად ყველას მომავალი აინტერესებს, სურთ, გაიგონ, რა ელით პირად ცხოვრებაში, სამსახურში და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ წარმატებულები გახდნენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც რაღაც ძვირფასი დაკარგეს, მე კი მის პოვნაში ვეხმარები.

-ძვირფასში რას გულისხმობთ, ადამიანს?

არა მხოლოდ ადამიანს, ძვირფასს ნივთს, რაიმეს, რაც მისთვის ღირებულია.

-როგორ ეხმარებით მათ, ვისაც საყვარელი ადამიანის დაბრუნება სურს? ჯადოთი თუ სხვა გზებიც არსებობს?
აუცილებელი არ არის, ჯადო გააკეთო, თქვენ ალბათ არ იცით მისი მნიშვნელობა და ამიტომ გაგიჩნდათ ეს კითხვა. მე შემიძლია, ადამიანს რჩევა მივცე, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რომ მისმა რჩეულმა ყურადღება მიაქციოს. ჯადოს გაკეთება ზიანის მომტანია ჩემთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, ვისაც სურს, რომ ჯადო გააკეთოს, ამიტომ ჯადოს გაკეთებაზე არასდროს მიფიქრია

-რა არის ჯადო და თუ იცი, როგორ კეთდება?
ცოდნით ვიცი, მაგრამ ამ ცოდნას არასდროს ვიყენებ. ჯადო ბევრნაირია, მაგალითად, ნებისყოფის შესამცირებელი და სხვისი ბრძანების შესასრულებელი – ეს ჯადო მტვერზე კეთდება და ხშირად ითხოვენ მის გაკეთებას. არსებობს უნაყოფობის ჯადო, იმპოტენციის. ჯადოს აკეთებენ თოჯინაზე, სურათზე, ტანსაცმელზე, თეთრეულზე… მისი გაკეთება ყველგან არის შესაძლებელი, თუმცა ამას ყველა ვერ აკეთებს.

-ყველაზე ხშირად ვის უკეთებენ ჯადოს?

ხშირია ოჯახის წევრის მხრიდან ჯადოს გაკეთება (იღიმის). ყოფილა შემთხვევა, როდესაც დედამთლი მოსულა და შვილისთვის ნდომებია ჯადოს გაკეთება, რათა ცოლს გაშორებულიყო. უამრავ ადამიანს სურს ჯადოს გაკეთება იმ ადამიანზე, ვინც უყვარს და მისგან იმავეს ვერ ღებულობს.

ჯადო კეთდება ისეთ ნივთზე, რასთანაც ‘’მსხვერპლს’’ ყოველდღიურად აქვს შეხება ან თავად მას უკავშირდება, მაგალითად : ფოტოსურათი, ტანსაცმელი, თმის ღერი, ფრჩხილი, ყვავილი. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჯადოს გაკეთება საეკლესიო ნივთებზეც შეიძლება, ამასთან დაკავშირებით არსებობს ე.წ. მგლის წყევლა, რომელიც ძალიან საშიშია.

წინა კვირას მეგობარი ვნახე და ვიგრძენი, რომ იგი დაწყევლეს. მას ვთხოვე, ეჩვენებინა ნივთი, რომელიც ახალი შეძენილი ჰქონდა. მან ტყავის ჩამოსაკიდი ფსალმუნი მაჩვენა. ფსალმუნი გავხსენი და მასში სწორედ მგლის წყევლა იყო დაწერილი. მოგვიანებით მან შვილის და მეუღლის ფსალმუნებიც მანახა, ყველგან წყევლა იყო, ფსალმუნები კი მეზობელს უჩუქებია.

-როგორ გავიგო, მაქვს თუ არა ჯადო გაკეთებული?

ამას აუცილებლად მიხვდებით. თუ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად დაიწყო კრახი, გულგრილი გახდა თქვენთვის საყვარელი ადამიანი, თუ შეამჩნევთ უცნაურ ნივთებს ან იგრძნობთ, რომ უფრო მოდუნდით, გაუაზრებლად აკეთებთ რაღაცებს და ეს სისტემატურ ხასიათს იღებს, ესე იგი, თქვენ ჯადო გაგიკეთეს.

-როგორ მოვიქცე ასეთ დროს?

აუცილებლად უნდა მიხვიდეთ იმ ადამიანთან, რომელიც კარგად ერკვევა ამ საქმეში და ის მოგცემთ ზუსტ რჩევას, თუ რა უნდა გააკეთოთ. ჯადო იხსნება და ამავდროულად უბრუნდება მას, ვინც გაგიკეთათ.

-ტაძარში მისვლა და ლოცვა არ შველის?
რა თქმა უნდა შველის, ლოცვა ადამიანს აძლიერებს, თუმცა არის მძლავრი ჯადოც, რომელიც ასე მარტივად არ მოიხსნება. მეც მჯერა და ვაღიარებ, რომ ჯადო ეშმაკისგან მოდის, ის სიბოროტეა და მასთან მარტო გამკლავება ყველას არ შეუძლია.

Comments
Loading...