რა არის კოკაინი

რა არის კოკაინი
კოკაინის მიიღება ხდება კოკაინის ხის (Erytoxilon coca) ფოთლებისაგან. განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფს. ოფთალმოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, უროლოგიასა და სტომატოლოგიაში ზედაპირული გაუტკივარებისათვის იყენებენ კოკაინის ფხვნილებსა და ხსნარს. კოკაინი ძლიერ ტოქსიკურია, ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს. მისი ხშირი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს კოკაინიზმი.

Cocaine3

კოკაინის ხე
კოკაინის ხე, კოკა (Erythroxylon coca), ტროპიკული მცენარე ერითროქსილონისებრთა ოჯახისა. 1-3, ზოგჯერ 5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებრი ფოთოლი. წვრილი მოყვითალო-თეთრი ყვავილები. სამშობლოდ პერუ და ბოლივია ითვლება. ველურად თითქმის აღარ გვხვდება. კულტივირებულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკებში. ფოთლები შეიცავს კოკაინს (1,3%-მდე) და სხვა. ალკალოიდებს. ერთი ბუჩქიდან წლის მანძილზე 5 კგ-მდე მშრალი ფოთლის მიღება შეიძლება.

A-man-snorting-cocaine-001

მოხმარება
კოკაინის ჟარგონული დასახელებები: კოკსი, ფხვნილი, შაქარი, თეთრი. კოკაინის მოხმარება ხდება: – შესუნთქვით (,,სნიფი“); – ინტრავენური ინექციით; – მოწევით (,,კრეკი“). კოკაინის ზემოქმედება: ამფეტამინის მსგავსად კოკაინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: – გუგების გაფართოება; – სხეულის ტემპერატურის ზრდა; – სისხლის წნევის აწევა და მაჯისცემის მომატება; – ყბის მოძრაობა. კოკაინის აღმგზნები ეფექტის გამო მომხმარებელი: – გრძნობს ენერგიის მოჭარბებას; – საუბრობს ხმამაღლა და სწრაფად; – არ გრძნობს შიმშილს. კოკაინისა და ამფეტამინის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იწვევს: – განდიდების მანიას; – დაუფიქრებელ მოქმედებებს; – მძაფრ და არაადექვატურ ქცევას. ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება ხშირად შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით.

Leave A Reply

Your email address will not be published.