რა არის “სატანიზმი”

სატანიზმი – ანტი ქრისტიანული იდეოლოგიისა და რწმენის მიმდევრობა. დიდებისა და თავისუფლების იდეოლოგიით.

სატანიზმი როგორც ‘ სექტა ‘ ჩამოყალიბდა მე-16 მე-17 საუკუნეებში, როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ ‘გამორჩეული’ მღვდლების დევნა დაიწყო, მათ ბრალს დებდნენ სატანასთან კავშირსა და ბნელი ძალის გამოყენებაში.
ამავე დროს მე-17-ის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში ინგლისში ჩამოყალიბდა კლუბი HellFire (ჯოჯოხეთის ცეცხლი) . ამ კლუბის წევრების ცხოვრება საგრძნობლად განსხვავდებოდა რელიგიური ცხოვრებისგან და მათ სატანისტებს უწოდებდნენ. ამავე საუკუნეში დაიბეჭდა წიგნი “The Grimoire of Honorius” სადაც სატანაზე ლოცვები წერია და დემონების გამოძახებები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმეტესობა, ვისაც ბრალს სდებდნენ სატანიზმში, იყვნენ მღვდელმსახურები და ეკლესიასთან დაახლოებული პირები.
სატანისტებს ეძახდნენ ხალხს, არა იმიტომ რომ ეშმაკს ( ლუციფერს ) სცემდნენ თაყვანს, არამედ მათ, ვინც შელოცვებს, შავ მაგიასა და მისტიურ საშუალებებს მიმართავდნენ.

ჩვენ ყველამ ვიცით ‘გიგასის კოდექსი’, რომელსაც ეშმაკის ბიბლიას უწოდებენ . მხოლოდ ამ წიგნში არის სატანა გამოსახული . გეტყვით ორიოდ სიტყვას გიგასის კოდექსზე : წიგნში დაწერილია ძველი და ახალი აღთქმა და ბევრი ქრისტიანული რიტუალები, მონასტრის კანონები, ებრაელთა ომი, ექსორციზმის შელოცვები, მაგიური ფორმულები და ა.შ. წიგნი იწონის 75 კილოგრამს და შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ასწიოს . ყველაზე საინტერესო ის არის რომ ზუსტად ეს წიგნი, რომელიც შეიცავს 310 ფურცელს, დაწერილია ერთი ადამიანის მიერ . ეს იყო ბერი, რომელმაც დაარღვია მონასტრის წესდება და მას სიკვდილით დაემუქრნენ . ამის სანაცვლოდ მან გააკეთა შეთავაზება – დაწერდა ისეთ წიგნს, რომელიც მონასტერს გაუთქვამდა სახელს, რაზეც დათანხმდნენ. იმ ღამეს ლეგენდის თანახმად განდეგილმა აღავლინა ლოცვა, ოღონდ არა ქრისტესთვის, არამედ სატანისთვის და მეორე დღეს დაიბეჭდა გიგასის კოდექსი. უჩვეულო ისაა კიდევ ამ წიგნში რომ მეცნიერული სიზუსტით და დაკვირვებით ეს წიგნი აუცილებლად ერთ კაცს აქვს დაწერილი . ( ყველა ასო მილიმეტრულ სიზუსტით არის ერთმანეთის ტოლი და ერთი კალიგრაფიით არის დაწერილი )
გადავიდეთ კვლავ სატანიზმზე- სატანიზმის ყველაზე ფართო მოძრაობა დაიწყო ა.შ.შ -ში. ამ მოძრაობის წინამძღოლი იყო ანტონ ლავეი, რომელმაც სან ფრანცისკოში დაარსა სატანის ეკლესია. სიმბოლოდ კი ამოტრიალებული ჯვარი აიღო. ეკლესიას მალევე გაუჩნდა მიმდევრები. ბევრის თქმით მათ აქვთ რიტუალები, სადაც ჩვილ ბავშვებს ხოცავენ და მათ სისხლს სვამენ, სატანის ეკლესიის მიმდევრები უარყოფენ ყოველგვარი სისხლიანი რიტუალების ჩატარებას.
მაგრამ მეორე წყაროში ვხვდებით რომ სატანიზმი არის სწორედ რელიგია და ამავდროულად ყველაზე იდუმალი, შეუსწავლელი და ერთ-ერთი ყველაზე უძველესიც კი. სატანა – როგორც სინათლის, ჭეშმარიტებისა და სიკეთის ანტი განსახიერება არსებობს ყველა რელიგიაში სხვადასხვა სახელით ( სატანა, ლუციფერი, აზაზელი, შაიტანი, სამაელი )

დასავლურ კულტურაში გვხვდება უძველესი სატანური კულტები . საუკუნეების განმავლობაში ახალი კულტის შექმნა ერთი და იგივე სქემით მიმდინარეობდა, აი მაგალითად გამოჩნდებოდა ვინმე რომელიც იტყოდა რომ ის ახალი მესიაა და მან უნდა იხსნას კაცობრიობა, საინტერესო ის არის რომ ძალიან ხშირად ასეთ ადამიანებს ათასობით მიმდევარი გამოუჩნდებოდა, მაგალითად ბოლო 25 წლის განმავლობაში ასამდე ასეთი “მესია” მოევლინა ქვეყანას, ასეთი იყო ფრანგი ჟორჟ რუ, რომელმაც განაცხადა რომ ის ქრისტეა და ახალი წესრიგი უნდა დაამყაროს ქვეყნად, დაახლოებით 5 ათასი ადამიანი მისი მიმდევარი და უსიტყვო მონა გახდა, 1950 წელს მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთი ამერიკის ერთ–ერთ ქალაქში და ააშენეს ციხესიმაგრე, მიუხედავად პოლიციის მცდელობისა რომ დროულად შეეჩერებინათ ისინი, სექტის ლიდერებმა დახოცეს იქ მყოფი ყველა ადამიანი, არ დაინდეს პატარა ბავშვებიც კი.
სატანისტებს სჯერათ რომ არსებობს ღმერთი და არსებობს სატანა, მათ სჯერათ რომ დადგება დრო როცა ბნელი ძალა განთავისუფლდება, მოევლინება კაცობრიობას და ისინი მის სამსახურში ჩადგებიან ანუ მათი შეხედულება მეორედ მოსვლაზე თითქმის იდენტურია ქრისტიანულ შეხედულებებთან თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ორივესთვის სხვადასხვაა.

სატანიზმის საფუძვლები

სატანა განასახიერებს წაქეზებას ნაცვლად თავშეკავებულობისა.
სატანა განასახიერებს ცხოვრებისეულ ყოფას ნაცვლად სულიერი ილუზიებისა.
სატანა განასახიერებს შეუბღალავ სიბრძნეს, ნაცვლად ფარისევლურად თავის მოტყუებისა.
სატანა განასახიერებს სიყვარულს მათთვის ვინც ამას იმსახურებს, ნაცვლად მლიქვნელებზე დახარჯული სიყვარულისა.
სატანა გასანსახიერებს შურისძიებას ნაცვლად მეორე ლოყის მიშვერისა.
სატანა განასახიერებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობიანების მიმართ, ნაცვლად ფსიქიკურ ვამპირებზე ზრუნვისა.
სატანისთვის ადამიანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლდ მორიგ ცხოველს, რომელიც ზოგჯერ უკეთესი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი იმათზე უარესია რომლებიც ოთხ ფეხზე დადიან, რომელიც თავისი “განვითარების, სულიერების და ინტელექტის” ხარჯზე ყველაზე ცოდვილ ცხოველად იქცა.
სატანა წარმოადგენს ყველა ე.წ. ცოდვას, თუ მათ ფიზიკური, გონებრივი, ან ემოციონალური სიამოვნება მოაქვთ.
სატანა ეკლესიისათვის საუკეთესო მეგობარი იყო, რადგან ის, მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელს უწყობდა მათ ბიზნესს.
დედამიწაზე ცხოვრების 11 სატანისტური წესი

დედამიწაზე ცხოვრების 11 სატანისტური წესი

ნუ დააფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას და ნურავის მისცემ რჩევას, თუ შენთვის არ უთხოვინათ ამის გაკეთება.
ნუ მოუყვები სხვებს საკუთარი უსიამოვნებების შესახებ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მათ ამის მოსმენა უნდათ.
სხვის ბუნაგში ყოფნისას, მეპატრონეს პატივი ეცი, თუ არა და იქ მეტი ნუღარ გამოჩნდები.
თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაჯავრებს, გაუსწორდი მას სასტიკად და უმოწყალოდ.
ნუ გააკეთებ სექსუალურ ავანსებს, თუ საამისო მიპატიჟების სიგნალი არ მიგიღია.
ნუ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ეს ნივთი მის პატრონს ტვირთად აწევს და მის თავიდან მოშორებას ლამობს.
ნუ უარყოფ მაგიის ძალას თუ შენ ის წარმატებით გამოიყენე, თუ წარმატების შემთხვევაში, შენ მაგიას უარყოფ, წაგერთმევა ყველაფერი რასაც მიაღწიე.
ნუ დაიწყებ იმაზე ჩივილს, რაც შენ არ გეხება.
პატარა ბავშვებს ნურაფერს დაუშავებ.
არ მოკლა არაადამიანური წარმოშობის ცხოველები, თუ ისინი არ დაგესხნენ თავს, ან საჭმელად არ გჭირდება.
გაშლილ ადგილას სიარულისას, ნურავის შეაწუხებ. თუ ვინმე გაწუხებს, სთხოვე რომ გაჩერდეს, თუ არ გაჩერდა _ გაანადგურე.
სატანისტური ცოდვები

სატანისტური “ცოდვები”, უფრო სწორად კი თვისებები, რომელიც არ უნდა გააჩნდეს სატანისტს არის:

სისულელე.
პრეტენზიულობა.
სოლიფსიზმი.
საკუთარი თავის მოტყუება.
ჯოგური კონფორიზმი.
შეხედულებების ფართე არეალის არქონა.
წინა თაობების გამოცდილების არცოდნა.
კონტრპროდუქციული სიამაყე.
არაესთეტიურობა.

Comments
Loading...