რა არის სინათლის სიჩქარე და რა ვიცით მასზე?!

მიმდინარე წლის დასაწყისში youtube-ერმა ჯო სკოტმა, ერთ-ერთ ვიდეოში სინათლის სიჩქარის შესახებ ისაუბრა და დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს გასცა პასუხი. ვაკუუმში სინთლის სიჩქარე 299,792 კილომეტრს წამში შეადგენს ანუ 186 ათას მილს წამში. ეს ძალიან სწრაფი რამ ჩანს ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, რადგან ჩვენ სიჩქარის განმსაზღვრელი სხვა კრიტერიუმები გაგვაჩნია, თუმცა სამყაროს უდიდეს სქემაში ეს საკმაოდ დაბალი სიჩქარეც კი ყოფილა. მაგალითად, მზიდან იუპიტერამდე მისასვლელად სინათლის სიჩქარით 45 წუთია საჭირო.

აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ ივარაუდა, რომ რაც უფრო უახლოვდებით სინათლის სიჩქარეს, მით უფრო ნელდება დრო. თუ ნამდვილად მიაღწევთ სინათლის სიჩქარეს, დრო სრულებით გაჩერდება – იცით თუ არა რას ნიშნავს ეს? თუ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა, უფრო სწრაფად ვიმოძრაოთ ვიდრე სინათლის სიჩქარე, დრო უკუსვლას დაიწყებს.

მეორე საკითხი არის ის, რომ არაფერს, რომელსაც საკუთარი წონა აქვს, არ შეუძლია მიაღწიოს სინათლის სიჩქარეს, რადგან როდესაც რაღაც უახლოვდება სინათლის სიჩქარეს, იზრდება ინერცია, რაც იმ ობიექტის შემთხვევაში შეუძლებელია, რომელსაც წონა გააჩნია, რადგან წონა ინერციას ანელებს. სკოტის განცხადებით, სინათლის სიჩქარის განვითარება შეუძლია მხოლოდ იმას, რასაც წონა საერთოდ არ აქვს. ასე რომ რა მოძრაობს სინათლის სიჩქარით? ფოტონები – ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც წონა არ აქვთ.

სხვა შესაძლებლობა

ფიზიკოსების გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა არსებობდეს კიდევ ერთი კოსმოსური ფაქტორი, რომელიც სინათლის სიჩქარეზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს: ვაკუუმის კვანტური ფლუქტუაცია. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებული ცარიელი სივრცე სამყაროში სინამდვილეში ცარიელი არ არის – ამ სივრცეში არსებობს ნაწილაკები, რომლებიც გამუდმებით იცვლებიან არსებულიდან არაარსებულ კონდიციაში. ამ გზით კვანტურ ფლუქტუაციებს შეუძლიათ სინათლის სიჩქარის შენელება.

თუმცა, ეს თეორია კვლავ არ არის დამტკიცებული და არ პასუხობს მთავარ კითხვას: რა მოხდება თუ სინათლის სიჩქარე არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია? რა მოხდება თუ ეს უსასრულობაა? ამ შემთხვევაში ყველა ჩვენი პრობლემა მოგვარდება, რადგან არაფერი იარსებებდა.

 

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...