რა არის სტოკჰოლმის სინდრომი? (მძევლის მიჯაჭვულობა და სიმპატია აგრესორის მიმართ)

სტოქჰოლმის სინდრომი – ესაა პარადოქსალური მიჯაჭვულობა და სიმპატია, რომელიც უჩნდება მძევალს აგრესორის მიმართ.

ამ “უცნაურობას” სახელი 1993 წლის 23 აგვისტოს ქ.სტოკჰოლმში მომხდარი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ დაერქვა. ამ დღეს


სტოკჰოლმის ერთ–ერთ ცენტრალურ მოედანზე გაქცეულმა შეიარაღებულმა პატიმრებმა, 32 წლის იან–ერიკ ოლსონმა და მისმა 26 წლის თანამზრახველმა – კლარკ ოლფსონმა დაიკავეს ბანკი და მძევლად აიყვანეს 4 ადამიანი. 3 ქალბატონი: 31 წლის ბრიგიტა ლუნდბერგი, 26 წლის ქრისტინა ენმარკი და 21 წლის ელისაბეტ ოლდგრენი. ასევე 26 წლის მამაკაცი – სვენ სეფსტრემი. ექვსდღიანი ტყვეობის განმავლობაში ეს ექვსეული გამუდმებით იმყოფებოდა ბანკის ბრონირებულ საცავში. ბოროტმოქმედები მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, იარაღს და მანქანას. განმავლობაში მძევლები საკმაოდ ტრამვატულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ: თავიდან ისინი გადაბმულები იყვნენ ყელზე შემოხვეული თოკით და უწევდათ ფეხზე დგომა. საკმარისი იყო ოდნავ მოხრილიყვნენ, რომ თოკი იჭიმებოდა და გუდავდა მათ. ორი დღის განმავლობაში მათთვის არ მიუციათ საკვები, ემუქრებოდნენ მოკვლით. თუმცა, თანდათანობით, ბოროტმოქმედებსა და ტყვეებს შორის გაჩნდა უცნაური სიახლოვის განცდა. ბრიგიტა ლუნდბერგს ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, თუმცა ყველას გასაოცრად მან არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ბანკის შენობიდან გამოსაღწევად. ქრისტინა ენმარკმა მოახერხა პოლიციისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა, თუმცა შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნო და ყველაფერში გამოუტყდა ბოროტმოქმედებს. მეოთხე დღეს მან სატელეფონო საუბარში ითხოვა: მძევლებისთვის მიეცათ ბოროტმოქმედებთან ერთად წასვლის საშუალება, რადგან ისინი ძალიან კარგად ექცეოდნენ. რაც შეეხება სვენ სეფსტრეს – განთავისუფლების შემდეგ ის გამუდმებით ამტკიცებდა რომ იან–ერიკ ოლსონი და კლარკ ოლფსონი კეთილი ადამიანები არიან. უშუალოდ განთავისუფლების პროცესში ისინი ცდილობდნენ ბანდიტების დაცვას, ქრისტინა ენმარკს კი ბოლო წუთამდე არ გაუშვია ხელი კლარკ ოლფსონისთვის.სასამართლო პროცესის მსვლელობისას ითხოვდნენ ამნისტიას და ა.შ. ბოროტმოქმედთა განთავისუფლების შემდეგ ორმა ქალბატონმა აღიარა, რომ აწ უკვე ყოფილ პატიმრებთან ჰქონდათ ნებაყოფლობითი ინტიმური ურთიერთობა, პოლიციას კი თავიანთ მტრებად მიიჩნევდნენ.


სტოკჰოლმის სინდრომის სახელით ცნობილი ეს მიჯაჭვულობა კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და განსხვავებულ სიტუაციაში. ამ ფენომენის ფსიქოლოგიური განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანია, თუმცა უპირატესობა ენიჭება მის, როგორც თავდაცვის მექანიზმის განხილვას. ანა ფროიდი ამ ფენომენს განიხილავდა, როგორც საკუთარი თავის აგრესორთან იდენტიფიკაციის პროცესს. ეს ირაციონალური გრძნობა შესაძლოა გაუჩნდეთ ადამიანებს, რომლებიც აღმოჩნდნენ სასიკვდილო მდგომარეობაში, როდესაც რაციონალური რეაქციები უშედეგო და უიმედოა. არაცნობიერად მძევალს (მსხვერპლს) უჩნდება მცირე იმედი, რომ ბოროტმოქმედები არ მიაყენებენ ზიანს თავისსავე მსგავსს. სწორედ ამიტომ ხდება ატიტუდების, აღქმის ცვლილება – მოძალადე აღიქმება, როგორც მომხიბლავი, კარგი ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა საკუთარი თავის მასთან გაიგივება.


სტოკჰოლმის სინდრომს აქვს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც – “მძევლის სინდრომი”.მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშრია: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგძოს ცხოვრება მოძალადესთან, უჩნდება სიყვარულის ილუზია და ა.შ.

ბოლო წლების განმავლობაში ამ ფენომენს მიზანმიმართულად იყენებენ ტერორისტები მძევალთა აბსოლუტური დამორჩილების მიზნით. სწორედ ასეთი შემთხვევებისას საჭირო ხდება სპეციალისტების/ფსიქოლოგების ჩარევა, რომლებიც მოახერხებენ მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასონ მძევალთა ფსიქიკური მდგომარეობა და განსაზღვრონ რამდენად შეუძლიათ ამ უკანასკნელებს რაციონალურად აზროვნება და თანამშრომლობა ბოროტმოქმედთა დაკავების პროცესში.

FBI-ის კვლევის შედეგად ე.წ სტოკჰოლმის სინდრომი მძევლების 27%-ს ახასიათებს

Comments
Loading...