რა ბედი ეწევათ ჩაქვში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

ჩაქვში ორსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ბინა დაიწვა. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენებიდან გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შედეგად ხუთ ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა გაუნადგურდა.

დაზარალებულებს დროებით ბინებს უქირავებენ. გადაწყვეტილება ქობულეთის გამგეობაში გამართულ დღევანდელ კომისიის სხდომაზე მიიღეს. გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი დღესვე გამოიყოფა.

Leave A Reply

Your email address will not be published.