„რა დავიჯეროთ, ვის მივცეთ ხმა?!“ – მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის მხრიდან მწვავე შენიშვნები მოისმინა

https://www.youtube.com/watch?v=b4I9uX7xkm8&feature=youtu.be

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფატი ხალვაში და ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ წულაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ.

მაჟორიტარობის კანდიდატები ამჯერად ბათუმში, რამდენიმე დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

ჩაქვში მემედ აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებმა კანდიდატებს ყოველდღიუირ პრობლემები გააცნეს, მათ შორისაა, დასაქმების პრობლემა, სასმელი წყლისა და ბაგა-ბაღებში ბავშვის მიყვანასთან დაკავშირებული საკითხები.

მოსახლეობა დაინტერესდა, თუ რატომ არ გვარდება დღემდე დასაქმების, სიღარიბისა და სასმელი წყლის პრობლემა.

„ფაქტობრივად ორი წელი ქობულეთის საკრებულოს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა. ამიტომ, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება ვერ მოვასწარით. ვიცი, რომ მაჟორიტარობა მარტივი საქმე არ არის, ყველაფერს ვერ გავაკეთებ. იმიტომ, რომ ერთ ადამიანს და თუნდაც 15 კაცს, არ შეუძლია ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ მზად ვარ, რომ ის პრობლემები, რაც თქვენ გაქვთ, საჭირო დონეზე დავაყენო და მათი გადაჭრისთვის ვიბრძოლო“, – მიმართა ფატი ხალვაშმა მოსახლეობას.

Comments
Loading...