“რა გაწუხებთ” – უპასუხეთ ჯანდაცვის სამინისტროს გამოკითხვას

ჯანდაცვის სამინისტრო “გლობალურ ალიანსთან” ერთად, დღეიდან მოსახლეობის საჭიროებებზე ერთი თვის განმავლობაში გამოკითხვას ჩაატარებს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ მინისტრმა დავით სერგეენკომ და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტმა, ჟან ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ითქვა, რომ სამინისტრო ახალ სოციალურ ინიციატივას “რა გაწუხებთ” განახორციელებს, რომელზეც მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში უპასუხებს სხვადასხვა სახის კითხვას და მათი სამედიცინო საჭიროებების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას მიიღებს.
გამოკითხვა უშუალოდ 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით დაიწყო. ინტერნეტმომხმარებლებისათვის კითხვარის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.1505.ge ასევე, კითხვარები დარიგდება ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში.
როგორც სამინისტროში განმარტეს, ამით სამინისტრო საზოგადოების სამედიცინო საჭიროებებს კიდევ უფრო ზუსტად განსაზღვრავს და ამის მიხედვით შემდგომ დაიგეგმება ახალი პროექტები. “დეტალურად გავეცნობით იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს აწუხებს, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია საჭიროდ ჩავთვალეთ. “გლობალურ ალიანსთან” ერთად გადავწყვიტეთ განვახორციელოთ ეს ინიციატივა”, – განაცხადა მინისტრმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.