საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვს – ამის შესახებ
მან პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხეზე უმასპინძლა.
„რა გიპასუხოთ, აბა მითხარით. რამდენად არის დღეს განსახილველი ეს საკითხი?! თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ – არ მაქვს ეს კომენტარი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივნისში გადადგეს.
როგორც მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს, ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს.
„პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური “ოცნებური კონტროლის” ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, “ქართული ოცნების” „გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.