რა ითხოვა ვანო მერაბიშვილმა ციხიდან

გარდა იმისა, რომ გენერალური მდივანია, პარტია მნიშვნელოვანწილად ვანო მერაბიშვილის აწყობილი და გამართულია“, – გთავაზობთ “ტაბულას” ხელმძრვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-პოსტს:

”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკურმა პატიმარმა, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან ითხოვა წესები განსაზღვრეთ და ისე ჩაატარეთ ყრილობაო.
სააკაშვილი ნინო კალანდაძის(?!) პირით პასუხობს, ნურასუკაცრავად, ვერ მოგართვიო.
გარდა იმისა, რომ გენერალური მდივანია, პარტია მნიშვნელოვანწილად ვანო მერაბიშვილის აწყობილი და გამართულია.
ასეთი ფაქტები უფრო მეტყველებს შექმნილი ვითარების ტრაგიკომიკურობაზე, ვიდრე პროცედურები.
რატომ უნდა მეგონოს, ან რატომ უნდა მოგატყუოთ, რომ ასეთი დეგრადირებული ლიდერით დავამარცხებთ ივანიშვილს, გაუგებარია.
P.S. ეს უბრალოდ ერთი პატარა საჯარო გამოვლინებაა იმ დიდი უბედურების, რაც სააკაშვილს დაატეხა თავს დაკარგული ძალაუფლებისკენ ლტოლვამ და რაც, მოკლე დისტანციის გამო, ჩემთვის დიდი ხანია ნათელია”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

წყარო :  marshalpress.ge

Comments
Loading...