რა ხდება ხოლმე სამეფო კარის თამაშების გადასაღებ მოედანზე? – ის, რაც ეთერში ვერ მოხვდა

აღმოჩნდა, რომ HBO–ს არ აქვს არცერთი გაფუჭებული კადრი, რადგან ასეთებსაც კი ძალიან ეფექტურად იყენებს რეკლამისთვის. სამეფო კარის თამაშები ის სერიალია, რომელმაც მილიონობით მაყურებელი “დაატყვევა” თავისი განსაკუთრებული სცენარით, მსახიობებით, მოქმედებით, ხარისხითა და რა თქმა უნდა, გადაღებით. თუმცა, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი მაღალრეიტინგული და სერიოზული სატელევიზიო სერიალის ისე გადაღება, რომ კადრი არ გაფუჭდეს და მსახიობებს ტექსტი არ შეეშალოთ?! თუმცა, HBO აქაც ამტკიცებს თავის სიძლიერეს და ასეთ მომენტებს სასარგებლოდ იყენებს.

 

 

 

სულ ახლახანს გავრცელდა სამეფო კარის თამაშების ვიდეორგოლი, რომელიც “გაფუჭებული” კადრებით არის აწყობილი და უმოკლეს პერიოდში 3 მილიონამდე ნახვა დააგროვა. ვიდეო ძალიან სახალისო წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რა “არასერიოზულობა” სუფევს ხოლმე ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული და დაძაბული სერიალის გადასაღებ მოედანზე. მაგალითად: რამდენი დუბლის გადაღება ყოფილა თურმე საჭირო მხოლოდ იმიტომ, რომ ყველასთვის საყვარელმა პიტერ დინკლიჯმა, რომელიც ტირიონ ლანისტერის როლს თამაშობს, სიტყვა ” benevolent” ვერ წარმოთქვა. ან, როგორ ზის დრაკონების დედა, დეინერის ტარგარიანი მწვანე გაურკვეველ ფიგურაზე, რომელიც ჩანაფიქრში ცეცხლისმფრქვეველი დრაკონია და როგორ ქადაგებს იქიდან უძველეს ენაზე.

მოკლედ სანახაობა მართლაც, რომ ძალიან სახალისოა და ადვილი წარმოსადგენია, რა იქნება უშუალოდ გადასაღებ მოედანზე.

 Marketer.ge
Comments
Loading...