რა ხდება სირიაში – მსოფლიო დიდი ომის მოლოდინში

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი) – “რა ხდება სირიაში – მსოფლიო დიდი ომის მოლოდინში”

მოვლენების განვითარების დინამიკა შემდეგია:

სირიის სამთავრობო არმიამ დაიწყო სამხედრო ბაზა “ალ-ტაბყას” განთავისუფლების ოპერაცია. ISIS ნაწილები უკან იხევენ, რადგან დახმარების კომუნიკაციები რუსეთის ავიაციისა და სამთავრობო ძალების მიერ იქნა გადაკეტილი.

– სირიის სამთავრობო არმია 3 მხრიდან უტევს ქ. ქესაბს (თურქეთის საზღვართან).
– სირიის სამთავრობო არმიამ და “ჰეზბოლამ” ქ. ანადანის შტურმი დაიწყეს
– სირიის სამთავრობო არმიამ ფაქტიურად ალყაში მოაქცია ბოევიკთა 2000 დაჯგუფება სამხედრო ბაზა “ქვეირისის” ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში
– ლატაკიის პროვინციის ჩრდილო ნაწილის თურქეთის არტილერიის მიერ ინტენსიური დარტყმების შედეგად, საქმეში რუსეთის არტილერია ჩაერთვა, რომელიც ეხმარება სირიის არმიას გადავდეს შეტევაზე ბოევიკების უკანასკნელ პოზიციებზე.
– რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიელმა ქურთებმა 24 საათში აიღეს აინ-დაქნაჰის დასახლება, ქ. აზაზთან სამხრეთით
– სირიელმა ქურთებმა 15 თებერვალს შეტევის შედეგად დაიკავეს ქ. ტელ-რიფაატის ჩრდილო და დასავლეთ ნაწილი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთიდან, ბაბ ელ-ჰავას სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა ტერორისტული ორგანიზაცია “ჯეიშ ალ-ფათჰ”-ის 400 ბოევიკმა. ეს ინფრომაცია უკვე დაადასტურა ოფიციალურმა დამასკომ.რუსეთის სარდლობის ბრძანებით სამხედრო ბაზა “ჰმეიმი”-მი მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.

12721567_974105265960314_1449655097_n-300x169

ამ ფონზე, ირანის თავდაცვის მინისტრი გენერალ ჰოსეინ დეჰყანი 16 თებერვალს ქ. მოსკოვში ჩავა. საუბარი შეეხება ტანკი ტ-90-იანების შეძენის საკითხს, ასევე თავისთავად სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

თურქეთი

თურქეთის მე-2 არმიამ დაიკავა საბრძოლო პოზიციები სირიის საზღვართან და სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. როგორც ჩანს, თურქეთის არმია სირიაში შესაჭრელად ემზადება.

ცნობისთვის,მე-2 არმიის სარდლობა განლაგებულია ქ. მალათიაში (ქალაქი აღმ. თურქეთში, მალათიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) და მის განკარგულებაშია სავარაუდოდ 100.000 ჯარისკაცი.

მე-2 არმიაში შედის:
– მე-3 ტაქტიკური ქვეითი დივიზია
– 28-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა
– 58-ე საარტილერიო ბრიგადა
– 1 ბრიგადა
-მე-2 ბრიგადა
– მე-3 ბრიგადა
-მე-5 ჯავშანსატანკო ბრიგადა
– 39-ე მექანიზირებული ქვეითი ბრიგადა
– 106-ე საარტილერიო პოლკი
– 34-ე სასაზღვრო ბრიგადა
– მე-16 მექანიზირებული ბრიგადა
– მე-20 ჯავშანსატანკო ბრიგადა
– 70-ე მექანიზირებული ქვეითი ბრიგადა
– 172-ე ჯავშანსატანკო ბრიგადა
– მე-2 მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა
– მე-6 მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა
– 107-ე საარტილერიო პოლკი

თურქეთის არტილერია ინტენსიურად ბომბავს სირიელი ქურთების პოზიციას ქ. აზაზთან, ასევე 15 თებერვალს დილიდან განხორციელდა დარტყმები სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებზე ჩრდილო ლატაკიაში. თურქეთიდან მოსალოდნელი აგრესიისგან თავდაცვისათვის, სირიელმა ქურთებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. გრძელდება ქ. აზაზის შტურმი. დამასკომ დამატებითი ძალები გადაისროლა ლატაკიაში.

საუდის არაბეთი

თეირანმა გააფრთხილა საუდის არაბეთი – თუ ის თავის ჯარს სირიაში შეიყვანს, ირანელები შიიტთა გასამხედროებულ ორგანიზაცია “ქათაიბ-ე ჰეზბოლა”-ს მეშვეობით შეიჭრებიან საუდის არაბეთში. ჰეზბოლას ბატალიონები, «Kata’ib Hezbollah» (სამხედრო ძალა დაახლ. 40-50’000 მებრძოლი) — ერაყსა და სირიაში მოქმედი შიიტური გასამხედროებული ჯგუფი

ირანის გაფრთხილებას საუდის არაბეთის მიმართ – არ გაებედა სირიაში შეჭრა, მოჰყვა მისი ადეკვატური პასუხი – საუდის არაბეთის საზღვისკენ დაიძრა ჰეზბოლას ბატალიონების და ერაყის სამთავრობო არმიის დიდი კოლონა.

რეგიონის ნავთობ-მონარქიები, საუდის არაბეთის ეგიდით უახლოეს პერიოდში აპირებენ დიდ სამხედრო სწავლებას. მიმდინარეობს ძალდა გადალაგება და ამ დინამიკით უახლოეს პერიოდში დაიწყება სირიაში შეჭრა “ISIS”-სთან ბრძოლის საბაბით.

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

Comments
Loading...