რა ხდებოდა FB-ზე მას შემდეგ, რაც ევროკომისის დასკვნა გამოქვეყნდა

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს.

გთავაზობთ “ფეისბუქ” პოსტებს, რომლებიც ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდა:

ლევან ბერძენიშვილი
ევროკომისიამ გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის შესრულების შესახებ. პროცესი დასრულდება 2016 წლის პირველ ნახევარში. გილოცავთ ყველას!

თამარა ჩერგოლეიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ყეყეჩებმა გაითვალისწინონ, რომ ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მწვანე აენთოთ ყველაფერი დასავლურის განადგურებაზე, ანუ იმ პოლიტიკაზე, რასაც აქამდე ატარებდნენ.
ანუ:

1. პოლიტიკური პატიმრები
2. პოლიტიკური პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა
3. რუსთავი ორთან ჭიდაობა
4. პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზება
5. უმცირესობების შევიწროვება
6. პოლიტიკური ძალადობა
და ა. შ. კვლავინდებურად არ მოსულა.
ის რაც მოხდა ქართველი ხალხისთვის გაკეთდა და არა მათთვის.

ლაშა შევარდნაძე
ევროპასთან ვიზა ლიბერალიზაციას გილოცავთ!
თურქეთთან სავიზო რეჟიმი დიდი ხანია აღარ გაქვს, რუსეთი – ამ პროცესშია. ამერიკა და ბრიტანეთი დარჩა

მერაბ მეტრეველი
ჰა, გევიღვიძეთ ევროპაში?

დავით კოვზირიძე
კაი დიდი ნაბიჯი გადავდგით ცივილიზაციისკენ

ირაკლი ვაჭარაძე
გავეცანი ევროკავშირის შეფასებას. პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. რეგულარულად ვხვდებოდი შემფასებელ მისიებს. ღიად ვაცხადებდი პრობლემების შესახებ. პრობლემების მიუხედავად და გამოსწორების იმედით, ვუჭერდი მხარს ვიზის ლიბერალიზაციას საქართველოსთვის.
დასკვნა ნორმალურია. ოდნავ უფრო ოპტიმისტური, ვიდრე რეალობა გვკარნახობს. ბევრი ტყუილიც წერია. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დაცვის, პოლიციის ეფექტური მუშაობის და საინფორმაციო კამპანიების ნაწილში. მაგრამ ამას არა უშავს.

ირაკლის ღარიბაშვილმა არამც და არამც არ უნდა ჩათვალოს, რომ ახლა შეუძლია მოგერინის გაფრთხილება დაივიწყოს და რადგან უვიზო მიმოსვლა ჯიბეში უდევს, შეუძლია თავს დაესხას ადამიანის უფლებებს, ოპოზიციას და რუსთავი 2-ს.

მთავარი არის ეს: ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვება თუ რთული იყო, დაკარგვა იქნება მეტად ადვილი. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ეს მონაპოვარი

ნანუკა ჟორჟოლიანი
ევროპამ კიო. კარებს გიღებთო, მაგრამ მანამდე გაკვირდებით როგორ ჩაატარებთ არჩევნებს და როგორ მოიქცევითო. ზუსტ თარიღსაც მერე ვიტყვით როდიდან ივლით უვიზოდო
სწორად გავიგე?

ნოე სულაბერიძე

აუ რა დაენძრა აწი ევროპას!

თამარ ჩუგოშვილი
გილოცავთ!!!! განსაკუთრებით ვულოცავ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ შედეგის მისაღებად წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ. მადლობა მათ!!!

ნათია ფანჯიკიძე
ოოოჰ რა კარგია მოხეტიალე და ცნობისმოყვარე სულებისთვის გახსნილი კარები და უვიზობა, შესკუპდი მოტოციკლზე და მოიარე მთა და ბარი, ნახე, გასინჯე, განიცადე, იცხოვრე ინტენსიური ცხოვრებით… იქნებ დიდი ხნის აპათიაში მყოფი ადამიანები დაიძრან საკუთარი თავის საძიებლად, მერე დაბრუნდნენ ახალი იდეებით, სიცოცხლის ძალით და “მეს” რწმენით დამუხტული. უარყოფით პასუხს არ მივიღებ ევროპისგან. სასიცოცხლოდ გვჭირდება და მხოლოდ დადებითად გადაწყვეტას ველი. ზღაპრებში რომაა, ბუმბული რომ უნდა გააფრინო და სადაც წავა, გაყვე, მერე იწყება მთავარი თავგადასავლები, აღმოჩენები, გველეშაპის დამარცხება და მზეთუნახავის გადარჩენა

ვასილ დაბრუნდაშვილი
ევროკომისიის საიტზე ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა. დასკვნა დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა უკვე 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში

უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მიეცეთ. საუბარია მოკლევადიან ვიზიტებზე. ამასთან, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური მხარდაჭერაც.
ირაკლი ტაბლიაშვილი
გულრწფელად გილოცავთ!!! ახლა ლოცვა აღავლინეთ ორ რამეზე: 1. პუტინმა გადაიფიქროს 2. ევროპელმა მინისტრებმა პოლიტ.გადაწყვეტილება მიიღონ

არჩილ გამზარდია
ახალ წელს თუ რამე გადაფარავდა, არ მეგონა, მეტ ევროპას გილოცავთ თანამემამულენო!

მამუკა კუდავა
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და…მეთხუთმეტე კაცად შევიდა. რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. ათას შვიდას თხუთმეტი ევროპამ საქართველოს უვიზო მიმოსვლა მისცა.

(სიმბოლიზმი) საბაობა, ორი ათას თხუთმეტი მადლობა საბას, რომელიც ზეციური ევროპიდან მოგვესალმება, და ყველა საბისტს, ვინც სამი საუკუნის განმავლობაში არ დანებდა. შემდეგი გაჩერება – ევროკავშირის წევრობა. უფრო მალე, ვიდრე გვიან.

ზაალ ანდრონიკაშვილი
დიდი მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ ევროპული კომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს.

Comments
Loading...