რა მავნებლობა მოაქვს კოკა-კოლას?15 ფაქტი კოკა-კოლაზე, რომელიც გონებას აგირევთ

კოკა-კოლა ყველასთვის ცნობილ და ბევრისთვის საყვარელ არა აჰკოჰოლურ გამაგრილებელ სასმელს წარმოადგენს, ის შეიქმნა 1886 წელს. მის შემადგენლობაში შედის:

გაზიანი წყალი (კარბონირებული წყალი)
შაქარი (სუკროზა ან ფრუქტოზის სიროფი)
კოფეინი
ფოსფორის მჟავა
კარამელის საღებავი
ბუნებრივი არომატიზატორები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი არომატიზატორების ფორმულა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის და წარმოადგენს სავაჭრო საიდუმლოებას.

არსებობს ცნობილი მითები, რომ ეს ფორმულა იცის მხოლოდ აღმასრულებელმა მენეჯერა, ან რამოდენიმე ადამიანმა, რომლებმაც მხოლოდ ფორმულის ნაწილი იციან და ა.შ.

თავიდან კოკაკოლა იწარმოებოდა სტიმულანტებით კოფეინით და კოკაინით, სწორედ ამიტომ დაერთქვა კოკა-კოლა. 1903 წელს კოკაინი კოკა-კოლას შემადგენლობიდან ამოღებულ იქნა.

კოკა-კოლას გავლენა ჯანმრთელობაზე:

მის ხანგრძლივ მოხმარებას ასაკოვან ქალებში ახლავს ოსტეოპოროზის რისკის გაზრდა. სავარაუდოდ ფოსფორის მჟავის შემცველობის გამო.
ზოგიერთი მთავრობა მაგ. ინდოეთის მიიჩნევს, რომ მრავალი გაზიანი სასმელი დაბინძურებულია ტოქსინებით, მათ შორის კოკა-კოლაც, ის შეცავს პესტიციდებს და სხვა ტოქსინებს. ეს საკითხი რა თქმა უნდა საკამათოა.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით კოკა-კოლას გააჩნია სპერმიციდული მოქმედება და ის უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ჯანმრთელობაზე.
აღიზიანებს კუჭს (გაზიანი წყალი) , აძლიერებს კუჭის მჟავიანობას.
ერთი ჭიქა კოკა კოლას მიღებისას ადამიანი საკმაოდ დიდი ოდენობით შაქარს იღებს, თითქმის ერთი კოვზის ოდენობით. თუმცა შაქრის დიდი ოდენობით მიღების ეფექტი არ ვლინდება გულისრევით ვინაიდან, მის მოქმედებას თრგუნავს ფოსფორის მჟავა, რომელიც მის შეამდგენლობაშია.

კოკა-კოლას მიღებიდან ოცი წუთის შემდეგ სისხლში ინსულინის დონე მკვეთრად მატულობს, ღვიძლი კი მიღებული შაქრების ცხიმებად გარდაქმნას იწყებს.

40 წუთის შემდეგ კოფეინის მოქმედება უკვე გამოხატულად იწყებს მოქმედებას. მატულობს სისხლის წნევა, ხდება ადამიანის სტიმულირება, იმატებს დოფამინის დონე, რომელიც ასტიმულირებს თავის ტვინში სიამოვნების ცენტრს ( დაახლოებით იგივე რეაქციაა ჰეროინის მიღებისას ოღონდ გაცილებით ძლიერი)

დაახლოებით ერთ საათში ფოსფორის მჟავა იწყებს კალციუმის და სხვა მინერალების შებოჭვას და მათ გამოდენას ორგანიზმიდან.

ჯამში რომ ვთქვათ არის რისკები, რომელიც კოკა-კოლას მიღებას თან ახლავს თუმცა კვლევებით რამე განსაკუთრებული დადასტურებული ეფექტ მის მავნებლობაზე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ზემოთ აღნიშნულ გრძელვადიან მცირე ეფექტებს.

15 ფაქტი კოკა-კოლაზე, რომელიც გონებას აგირევთ

მსოფლიოში მოხმარებული ყველანაირი სასმელის 3.1% არის კოკა-კოლას პროდუქცია
ყოველდღიურად მირთმეული 55 მილიარდი პორცია სასმელიდან (წყლის გარდა), 1.7 მილიარდი მოდის კოკა-კოლას სასმელებზე.

თუ შენ ყოველდღე კოკა-კოლას ოჯახის ერთი სასმელი დალიე, ყველას გასასინჯად 9 წელიწადი დაგჭრდება.
20130705134433443

კოკა-კოლა აწარმოებს 3.500-ზე მეტი სახის სასმელს (აქედან 500 ბრენდია), დაწყებული სოდიანით, გაგრძელებული ენერგეტიკულით და დამთავრებული სოიოს სასმელებით.

კოკა-კოლა თავისი 35.1 მილიარდიან შემოსავლით რიგით 84-ე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. იგი კოსტა-რიკაზე ერთი საფეხურით მაღლა დგას.

ბრენდი კოკა-კოლას საბაზრო ღირებულებაა 74$ მილიარდი: უფრო მეტი, ვიდრე ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად

კოკა-კოლა ღირს 74$ მილიარდი, მაშინ, როდესაც ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად 50$ მილიარდი.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კოკა-კოლას შემოსავალი 38%-ით ნაკლები იყო პეპსის შემოსავალზე, კოკა-კოლამ 16 მილიარდით მეტი მოგება მიიღო გამაგრილებელ სასმელებიდან.

გახსოვდეთ, რომ პეფსის ეკუთვნის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც სასმელის ინდუსტრიაში არ მოღვაწეობენ. მაგალითად ყელასთვის ნაცნობი ჩიფსი “ლეისი”.

eკოკა-კოლას აქამდე წარმოებული თითოეული წვეთი რომ 250 გრამიან ბოთლებში ჩავასხათ და დედამიწაზე დავაწყოთ, ის მთვარემდე მიაღწევს და ჩამოვა, არა ერთხელ, არამედ 2000-ჯერ!

თუ კოკა-კოლის 2.8 მილიონ ჩამოსახმელ აპარატს ერთად დავაწყობთ ის დაიკავებს 150.2 მილიონ კვადრატ ფუტს – 4-ჯერ მეტს, ვიდრე ემფაიარ სთეით ბილდინგია.

20130705134648443

კოკა-კოლის ლოგოს მსოფლიოს მოსახლეობის 94% ცნობს.

კოკა-კოლა არის მსოფლიოს მაშტაბით რიგით მეორე ყველაზე ცნობილი სიტყვა, “ოკეის” შემდეგ.

დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე არსებობს 33 არაალკოჰოლური სასმელის ბრენდი, რომელიც იღებს1$ მილიარდზე მეტ მოგებას. აქედან 15 ეკუთვნის კოკა-კოლას.

მსოფლიოს მაშტაბით, საშუალოდ ადამიანი კოკა-კოლას მოიხმარს ყოველ მეოთხე დღეს.

კოკა-კოლა უფრო მეტს ხარჯავს რეკლამაზე, ვიდრე მაიკროსოფტი და ეფლი ერთად.

კოკა-კოლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $2.9 მილიარდი
მაიკროსოფტის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $1.6 მილიარდი
ეფლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $691 მილიონი

ყოველწლიურად, ამერიკელები იღებენ 1.7 მილიონ ტონა (4.8 კგ-ს თითოეული ადამიანი) შაქარს მხოლოდ კოკა-კოლიდან.

imageსაშუალოდ, თითეული ამერიკელი წელიწადში სვამს კოკა-კოლას სხვადასხვა პროდუქციის 399 პორციას. ამის 50% არის კოკა-კოლა, ხოლო ამის 63% – კოკა-კოლა კლასიკი. ეს ნიშნავს, რომ თითეული ადამიანი მოიხმას კოკა-კოლა კლასიკის 125.7 მიღებას.

თითეულ პორციაში რის 39 გრამი შაქარი. შესაბამისად, ერთი ამერიკელი იღებს 4.8 კილოგრამ შაქარს.

ეს რომ გაამრავლო 307 მილიონ ამერიკელზე, მივიღებთ 1.7 მილიონ ტონა შაქარს.

საშუალოდ ერთი მექსიკელი უფრო მეტ კოკა-კოლის ნაწარმს სვამს, ვიდრე საშუალოდ ერთი ამერიკელი, ბრიტანელი, იდოელი და ჩინელი ერთად.

საშუალოდ, ერთი მექსიკელი სვამს 665 პორცია კოკა-კოლის ნაწარმს.

ამერიკელები 399-ს, ბრიტანელები 202-ს, ჩინელები 32-ს, ხოლო ინდოელები 9 პორციას, რაც ჯამში 642 პორცია გამოდის.

ყოველწლიურად, კოკა-კოლა იყენებს 300, 000 ტონა ალუმინს თავისი ქილების წარმოებისთვის. ეს არის ამერიკის ალუმინის ინდუსტრიის დაახლოებით 17.4%.

კოკა-კოლა ყიდის 1000-ზე მეტი სახეობის ნატურალურ წვენს, მათ შორის: Simply, Minute Maid, Fruitopia, Hi-C, Fuze და Odwalla

Comments
Loading...