რა მიმოწერას ასაჯაროებს თინა მახარაძე – “იხილეთ დოკუმენტური მასალა, თუ როგორ აშინებენ ქალებს” (ფოტო)

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში მომოწერას ასაჯაროვებს და წერს:

“ეს წერილი ახლახანს ერთი fbfriend გოგოსგან მივიღე. იხილეთ დოკუმენტური მასალა, თუ როგორ აშინებენ ქალებს და რა მოსდევს, რიგ შემთხვევებში, პოლიციის უუნარობას, არაადამიანობას, გულგრილობასა და ჩუკენობას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ნაცვლად. სანამ ფიქრობენ, რომ გვეშინია და გვრცხვენია ჩვენი განვლილი თუ მიმდინარე სექსუალური ცხოვრების, ჩვენი სხეულისა და ჩვენი ვნებების, მანამდე მუდმივად ეცდებიან, დაგვაშინონ ასე ან უარესად.

ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა.

ამიტომ არ უნდა გვეზარებოდეს და ვუფრთხოდეთ პოლიციაში ჯდომას და თუ ეს პოლიცია არაქმედითუნარიანი გამოდგა, სხვა პოლიციის შენობებიც ბევრი გვაქვს და ჩვენც არ ვართ ცოტა.

ამ ყველაფერს მივხედავთ, ბუნებრივია, ისე, როგორც ეგების.”

15439941_1639562682736286_6477030252084780047_n 15492306_1639562889402932_999215284834727462_n 15578800_1639562686069619_4511989173384158229_n 15589797_1639562942736260_2484739843704090235_n 15589955_1639562679402953_1719889161628870825_n

Comments
Loading...