რა მისწერა ციხიდან ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს?

“ქრონიკა პლუსის” წყაროს ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დახურულ კარს მიღმა ვიწროპარტიული ჯგუფის მიერ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის საკითხი განიხილებოდა. მაშინ პროტესტი არც არავის გამოუთქვამს, რადგან კარგად ესმოდათ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობა სწორედ სააკაშვილის მომხრეა და არა პარტიის ახალი სახეების.
ამავე წყაროს ინფორმაციით პატრიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინაში სააკაშვილს წერილი გაუგზავნა და სრული მხარდამჭერა აღუთქვა, – გამარჯვება მხოლოდ შენთან ერთად დადგება “ნაცმოძრაობის” ლიდერი შენ ხარო – ასეთი ყოფილა წერილის პათოსი. გიგი უგულავას წერილის გამოქვეყნების ინიციატორი გოკა გაბაშვილი ყოფილა, მისივე ინიციატივა გახლდათ ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებიც, რომ გიგი უგულავასთან ერთად წერილისთვის “ნაცმოძრაობის” გენერალურ მდივანს მოეწერა ხელი, მაგრამ ამ კონსულტაციებიდან არაფერი გამოსულა, მერაბიშვილს თავისი მკაფიო პოზიცია გამოკვეთილი ჰქონია გამოგზავნილ წერილში და გოკა გაბაშვილის თხოვნაზე იმთავითვე უარი უთქვამს.
წყარო: ქრონიკა +

Comments
Loading...