რა მნიშვნელი აქვს თუ ვინ შეგჭამს – მგელი თუ მგლისფერი ძაღლი

პოლიტოლოგი ზაზა პატარავას მორიგი სტატია სახელწოდებით “რა მნიშვნელი აქვს თუ ვინ შეგჭამს: მგელი თუ მგლისფერი ძაღლი”

ნეტში დღეს გამოჩნდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სტატია, რომელიც საკმაოდ მუქ ფერებში ხატავს მომავალ რეალობას (იხ.ბმული).
http://freeads.ge/арно-хидирбегишвили-турецкая-разве/
საქმე იმაშიაშია, რომ ბატონი ხიდირბეგიშვილი არ გამორიცხავს ტერაქტებს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბათუმში და ამ ტერაქტის ორგანიზატორებად პირდაპირ თურქეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. მოტივი ერთია, რუსეთი აიძულოს, ყარსის ხელშეკრულებიდან, რომ გამოვიდეს, ხოლო თავად აჭარის მოსახლეობის “დაცვის” მიზნით, ბათუმში შექმნას საკუთარი სამხედრო ბაზა.
მართლია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო, საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების ალბათობა საკმაოდ დიდია, მითუმეტეს რომ ის–ის რიგებში რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძვის, მათ შორის აჭარის წარმომადგენელიც, მაგრამ ეს ფაქტი ჯერჯერობის არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ საშიშროების დონემ წითელ ნიშნულს მიაღწია. მაგრამ ეს ასევე არ უნდა დავკარგოთ სიფრთხილე.
მოცემულ შემთხვევაში დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი მხოლოდ ერთი ფაქტია: რას ემსახურება ხიდირბეგაშვილის ეს პუბლიკაცია– “გაფრთხილება”? ყურადღებით თუ წავიკითხავთ სტატიის პოსტსკრიპტუმის ამ მონაკვეთს: Так же думали президент Саркози и канцлер Меркель, когда наказывали воюющую против ИГИЛ Россию экономическими санкциями, пока не прогремели теракты в Париже и в Германии не изнасиловали сотни немок. Также думал до вчерашнего теракта в Стамбуле и неофициальный союзник ИГИЛ президент Эрдоган, превративший Турцию в транзитный коридор для боевиков вперемежку с беженцами, громящими Европу. აშკარა გახდება თუ რა დანიშნულება აქვს ამ სტატიას. ჯერ ერთი: პანიკის დათესვა მოსახლეობაში და მისი მეშვეობით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება რუსეთის სასარგებლოდ. მეორე: ურთიერთობის გაფუჭება თურქეთთან და საერთოდ დასავლეთის ბლოკთან.
ერთ – ერთ წინა სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა თურქეთის სამხედრო ბაზის სავარაუდო გახსნის სავარაუდო შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორაზე, წარმოვადგინე მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტეროტორიაზე კიდევ ერთი აგრესიულ–სეპარატისტული კერა გაჩნდება საცხე–ჯავახეთის სახით. რომელსაც მხარს ოფიციალური სომხეთის გარდა რუსეთიც დაუჭერს. თურქეთი ამ შემთხვევაში იძულებული გახდება გამშველებლის როლი მოირგოს. ეს კი თავისთავად რუსეთ–თურქეთის კონფლიქტის კიდევ უფრო გაამწვავებს და ალბათობით, ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის, ხოლო საომარი მოქმედების არენად კი – საქართველო იქცევა…
ახლა დავუშვათ, საქართველომ რუსეთს დაუჭირა მხარი. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი ისეთი არ მოხდება, მაგრამ დაიწყება ტერაქტების სერია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მნიშვნელობა არ ექნება იმას თუ ვინ იდგებარეალურად ამ ტერაქტების უკან, თურქეთი თუ რუსეთი, ორივე მხარე ამას გამოიყენებს ურთიერთსაწინააღმდეგოდ, რაც მომავალში, ასევე დიდი ალბათობით რუსეთ–თურქეთის დიდი ომის დასაწყისი გახდება.
ორივე სცენარით, საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს!!!
ჰოდა აზრი აქვს თუ ვინ შეგჭამს, მგელი თუ მგლისფერი ძაღლი?!
რუსეთსა და თურქეთს სურს არჩევანის წინაშე დაგვაყენოს ცუდსა და უარეს შორის. ორივეს საუკეთესოდ აქვს შესწავლილი ქართული ხასიათი. მაგრამ არის მესამე გზაც, სხვათაშორის საუკეთესო – ამ ორი მონსტრის შერკინებაში ჩაურევლობა. ნეიტრელიტეტი, ამასთან აგრესიული!!!

ზაზა პატარავა

Comments
Loading...