“რა ფასი ექნება ირინა ენუქიძის ორდენს, თუ სასამართლოში კვლავ მურუსიძე იჯდება”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, გარდაცვლილი ირინა ენუქიძე ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის თამარ მეფის ორდენის დააჯილდოვა. პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა ქვეყნის პირველს პირმა ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა. გირგვლიანმა სამართლიანობის აღგენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მეუღლის ბრძოლას სამართლიანობისთვის აზრი არ ექნება, თუ სასამართლოში კვლავ ლევან მურისიძე იქნება.

„ლევან მურუსიძე -ეს არის პიროვნება, რომელიც დღესაც უნამუსოდ იბრძვის, რომ გახდეს სააპელაციო სასამართლოს მუდმივმოქმედი მოსამართლე. მას, როგორც ჩანს, ჰყავს თავისი ამფსონები, მხარდამჭერები და იმედიც აქვს, რომ აირჩევენ. ისე უნამუსოდ იქცევა ტელედებატების დროსაც, თითქოს ყველაფერში მართალი იყოს. არადა, პირველი ხელმომწერი სწორედ მურუსიძე იყო იმ განაჩენზე გირგვლიანის საქმეში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გამოიტანეს. მჯერა და იმედი მაქვს, საზოგადოება, ხელისუფლება და არასამთავრობოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს პიროვნება არ იქნეს არჩეული სააპელაციო სასამართლოს მუდმივ მოსამართლედ. თუ ეს მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ირინა ენუქიძის ბრძოლას არავითარი აზრი არ ჰქონია და არც იმ ორდენს ექნება ფასი, რომელიც ჩემს მეუღლეს ირინა ენუქიძეს გადაეცა”, – განაცხადა გირგვლიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.