რა ფინანსური შემოსავალი მიიღო “რუსთავი 2”-მა მიმდინარე წელს

2015 წელს “რუსთავი 2”-ის ფინანსურმა შემოსავალმა 29 მილიონი შეადგინა
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის თანახმად, 2015 წლის მესამე კვარტალში ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა 6.733,861 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიის საეთერო დროის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 48,306 ლარი იყო,
სპონსორობიდან შემოსავალმა 90,678 ლარი შეადგინა. გრაფაში – სხვა შემოსავლები, “რუსთავი 2”-ს მითითებული აქვს 4,470 ლარი, ხოლო ტექნიკური მომსახურებისთვის გაწეულმა შემოსავლებმა 87,885 ლარი შედგინა. ჯამში კი მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში “რუსთავი 2”-მა შემოსავლის სახით დაახლოებით 29 მილიონი ლარი მიიღო. ამ მონაცემით მას ყველაზე მაღალი შემოსავლი აქვს მიღებული ქართულ მაუწყებლებს შორის. “რუსთავი 2”-ის შემდეგ შემოსავლების რაოდენობის მიხედვით პოზიციებს იყოფენ “ტელეიმედი”, “სტუდია მაესტრო”, “საქართველოს მედია ქსელი” და “ჯი-დი-ეს თი-ვი”.

სხვათა შორის, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის თანახმად, 2013 წელს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ყველაზე მეტი ფინანსური შემოსავალი სამი პოლიტიკური სუბიექტისგან მიიღო. ესენი არიან: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, პოლიტიკური ორგანიზაცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო”, “თიბისი ბანკი” და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 2013 წლის შემდეგ, ტელემაუწყებლების ყველაზე მსხვილი დამკვეთების მიერ დეტალური ინფორმაცია აღარ ქვეყნდება, რადგან მაუწყებლებმა კანონის ეს მოთხოვნა სასამართლოში გაასაჩივეს და მონაცემთა გამოქვეყნება დროებით შეჩერებულია.

Comments
Loading...