საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შემოსავალი 2016 წლის განმავლობაში 9 305.89 ლარი იყო. ამის შესახებ მის მიერ 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია ნათქვამი. ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის ნოემბერში დაამტკიცეს.
2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას ირაკლი კობახიძის შემოსავალი 9 760 ლარი იყო.
დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძეს “თი-ბი-სი” ბანკის ანაბარზე – 40 000 დოლარი; სახელფასო ანგარიშზე – 1 842.10 ლარი; ხოლო მიმდინარეზე – 500 ევრო ჰქონდა. ასევე 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაში იყო 9 500 ლარი ფულადი თანხის სახით
ambebi.ge