Radiohead საოცრად არაორდინალურ ალბომს გამოუშვებს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით

OK Computer Radiohead-ის მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც 1997 წელს გამოვიდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ბრიტანულმა ჯგუფმა მისი გადაკეთება გადაწყვიტა და მოკლე საიდუმლოებით მოცული თიზერიც გამოაქვეყნა.

ახალ ვერსიაში უკვე ცნობილ 12 ჰიტს შორის იმ დროის კომპოზიციებიც შევა. რაც შეეხება სიახლეს, 3 კომპოზიცია ოფიციალურად ჯერ არ გამოსულა: I Promise, Man Of War ან Big Boots და Lift. 2002-2003 წლებში მათ მხოლოდ საკონცერტო გამოსვლებისას ასრულებდნენ.

ალბომის საიუბილეო ვერსია 23 ივნისს გამოვა და სამი სახით იქნება წარმოდგენილი: CD, ვინილი და ციფრული ვერსია.

https://youtu.be/YMWFy-p1Ijs

წყარო: okmagazine.ge

Comments
Loading...