რაგბის კავშირი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

 

რაგბის კავშირი საგანგებო განხადებას ავრცელებს. სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, კავშირის შიდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თანამდებობის პირები კავშირის წევრებზე ზეწოლასა და სასურველი კანდიდატის გაყვანას ცდილობენ. “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ,”- ნათქვამია განცხადებაში. რაგბის კავშირის საერთო კრება, რომელზეც რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები, მათ შორის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ – 20 დეკემბერს გაიამრთება.

Leave A Reply

Your email address will not be published.