რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა. დელეგატებმა სვანიძე 35 ხმით აირჩიეს.

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე იბრძოდნენ.

დღეს გამართულ არჩევნებზე, ილია ზედგინიძეს 32-მა დელეგატმა მისცა ხმა.

ხმის მიცემის დროს კანდიდატების მხარდამჭერებმა რამდენჯერმე პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რაგბის კავშირის საერთო კრებამ ჩაატარა. არჩევნები „ქორთიარდ მარიოტში“ 13:00 საათიდან მიმდინარეობდა.

საქართველოს რაგბის კავშირის წინა ხელმძღვანელი გიორგი ნიჟარაძე იყო

Comments
Loading...