რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამის პრეზენტაცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თანდასწრებით გაიმართა

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა ილია ზედგინიძემ საკუთარი სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

ძირითად მიმართულებებად მან შიდა სარაგბო ჩემპიონატისა და ბავშვთა რაგბის განვითარება, დამატებითი ფინანსური ინვესტიციების მოზიდვა და მწვრთნელთა გადამზადება დაასახელა.

პრეზენტაციას საქართველოს სარაგბო ნაკრების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ქართული ოცნების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები კვირას, 24 იანვარს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 13:00 საათზე გაიმართება. კენჭს პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი-გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე იყრის.

Comments
Loading...