“რაღაც იდუმალი ძალა” პარტიაში მხოლოდ “ნაციონალებს” ასაქმებდა – სკანდალი ბურჭულაძის პარტიის ირგვლივ

პაატა ბურჭულაძესთან ერთად, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა დააფუძნა, თუმცა ის ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც პარტია მალევე დატოვა.

 

ირაკლი გურჩიანი “კვირის პალიტრასთან” დუმილს არღვევს და ბურჭულაძის პარტიიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს.
“როდესაც დავრწმუნდი, რომ “სახელმწიფო ხალხისთვის” ოდესიდან იმართებოდა, პარტია მაშინვე დავტოვე. მადლობა ღმერთს, სწორი გზა დროულად დავინახე. პარტიამ ჩამოყალიბება 2015 წლის სექტემბერში შემომთავაზა, მაშინ პირველი კითხვა შემდეგი მქონდა: ხომ არ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესებთანა? პაატამ ჩემი ეჭვები კატეგორიულად უარყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვკითხე იგივე და ისევ კატეგორიულად იუარა. ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე უფლება არ მქონდა, მისთვის არ დამეჯერებინა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მომატყა”, – აცხადებს ბიზნესმენი.
ირაკლი გურჩიანი აცხადებს, რომ პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვი რეგიონებში ოფისების გახსნის შემდეგ გაუჩნდა.
“რაც რეგიონში ოფისების გახსნა დავიწყეთ – ყველგან მხოლოდ ყოფილი “ნაციონალები” მოდიოდნენ. ჩემ დაწუნებულ კანდიდატებს ნიშნავდნენ და მეუბნებოდნენ ჩვენი ერთგულები იქნებიანო. წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ იმ უბედური 9 წლის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვიყავით და 2014 შტაბში ან გამგეობაში ვმუშაობდითო, რა თქმა უნდა “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით.
ერთი აპლიკატნი მოვიდა და როცა ვკითხე რომელიმე პარტიის წევრი ყოფილხარ თუ არა როდესმე-თქო, დღესაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარო. ასეთი ადამიანი როგორ უნდა მიმეღო. ბოლოს საერთოდ გავანებე გასაუბრებაში მონაწილეობას თავი, რადგან “რაღაც იდუმალი ძალა” პარტიაში მხოლოდ “ნაციონალებს” ასაქმებდა.
ჩემთან ერთად გასაუბრებას ხათუნა ლაგაზიძე ესწრებოდა, თითქოს ისიც იწუნებდა “ნაციონალებს”, მაგრამ თანამდებობაზე მაინც ინიშნებოდნენ.
პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი “ნაციონალური მოძრაობის” ჰაერით სუნთქვას. სხვა დეტალებზე, როცა დრო იქნება, აუცილებლად ვისაუბრებ!”, – აცხადებს გურჩიანი.
მისი თქმით, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “გირჩი” და გიორგი ვაშაძე, ოდესას ჯაჭვით არიან მიბმული”.
“პაატა ბურჭულაძის პარტია იმ სექტის ნაწილია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია – პოლიტიკური ძალის, რომელმაც ჩვენ ხალხს სულში ჩააფურთა. ამ ადამიანებთან ერთად მე ვერ ვიდგები”, – აცხადებს გურჩიანი.
Comments
Loading...