რამ გამოიწვია ექიმების პროტესტი, ჩემთვის გაუგებარია – შოთა ჯოგლიძე

ერთთვიანი დაგვიანებით ხელფასის აღება სიახლე არ არის და ეს წლებია ასე ხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა შოთა ჯოგლიძემ განუცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკისთვის შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ ანაზღაურებს ხელფასებს, რის შემდეგადაც ირიცხება თანხები. მისივე თქმით, ამ თვეში ხელფასმა მხოლოდ ორი დღით დაიგვიანა და ნაცვლად 10 ნოემბრისა მათ ხელფასი 12 ნოემბერს ჩაერიცხათ.
“ამ თვეში ხელფასი დაგვიანდა მხოლოდ ორი დღე. ზოგადად ექიმების ხელფასი 10 რიცხვში ერიცხებათ. ამჟამად ექიმებს ჩაერიცხათ სექტემბრის ხელფასი, თუმცა ეს სიახლე არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამუშაოს ანაზღაურებს შესრულებული სამუშაოს დამუშავების შემდეგ, ანაზღაურებაც შემდეგ ირიცხება. ზუსტად ერთთვიანი დაგვიანებით ირიცხება ანაზღაურება და ეს სიახლე არ არის. 10 წელია ექიმები ხელფასს ასე იღებენ”, – განაცხადა შოთა ჯოგლიძემ. თქმით, რამ გამოიწვია ექიმების პროტესტი, მისთვის გაუგებარია, რადგანაც ხელფასის დაგვიანება მხოლოდ ორი დღით მოხდა. იაშვილის კლინიკის გაფიცული ექიმების თქმით კი, მათ ხელფასთან დაკავშირებით პრობლემები კომპანია
“ევექსის” იაშვილის კლინიკაში შესვლის შემდეგ შეექმნათ. თუმცა კლინიკის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია უარყო.
იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს დილიდან გაფიცულები იყვნენ. მათი ინფორმაციით, მათ ორი თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული, თუმცა ხელფასი დღეს აქციის მიმდინარეობისას ჩაერიცხათ. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკის ექიმებმა მუშაობა განაახლეს.

Comments
Loading...