რამაზ ნიკოლაიშვილი ფრაქცია „ევროპული საქართველოდან“ გავიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი ფრაქცია „ევროპული საქართველოდან“ გავიდა.

ნიკოლაიშვილმა შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ნიკოლაიშვილი საპარლამენტო უმცირესობაში ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.

რამაზ ნიკოლაიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” გასულ კვირას დატოვა.

Comments
Loading...