რამდენად იყო დაცული შახტაში შრომის უსაფრთხოების ნორმები – შახტაში სპეციალისტები მუშაობენ

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ტყიბულში, უბედური შემთხვევის ადგილს კომპლექსურად სწავლობენ.
მისი თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

”ჩვენთან ერთად ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები. კომპლექსურად, ერთობლივად მოხდა შემოწმება. დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული ნორმები შრომის უსაფრთხოების კუთხით”, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის ცხედარი 14 საათი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ ამოიყვანეს.

 

“ნიუპოსტი”

Comments
Loading...