“რამდენი ყლ***ა უნდა ქნან” – განაცხადა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

“რამდენი ყ**** უნდა ქნან” – განაცხადა “რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, დღეს გამართული სპეციალური ბრიფინგისას. გვარამიას ბრიფინგი ტელეკომპანია “მაესტრომ” 15 საათიან გამოშვებაში პირდაპირ ეთერში შეიყვანა. ამ დროს პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის დირექტორის უცენზურო სიტყვები გავიდა.

“რამდენი ყ**** უნდა ქნან”, – ეს სიტყვები ნიკა გვარამიამ, ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე თქვა. ეთერში გაპარული უცენზურო გამონათქვამებით ის, დღეს უკრაინული საიტის http://uarevo.in.ua/ მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ აუდია ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც თავად გვარამიას, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის დიალოგია ჩაწერილი.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს. გვარამია-სააკაშვილის აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ უნდა მოხდეს ყოფილი სპეცრაზმელების მობილიზება, რომელსაც ორგანიზებას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია გაუწევს
https://www.youtube.com/watch?v=IgStAhP14Aw

Comments
Loading...