რამდენიმე საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Comments
Loading...