რამილია ალიევა – “მე მუსლიმის ოჯახში ვიზრდებოდი…”

“მე მუსლიმის ოჯახში ვიზრდებოდი, ვიცი ისლამი და ვიცი ისლამის ტრადიციები. მე უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს მუსლიმი და ისინი ტერორისტები არ არიან! მე ვერასოდეს მთელი კაცობრიობის მტერი რომელიღაც ტერორისტული ავადმყოფური დაჯგუფების გამო ვერ და არ ვიტყვი ჩემს მუსლიმ მეგობარზე რომ მუსლიმები ტერორისტები არიან! ახლა წამიერად მაინც არ იფიქროთ რომ ალიევაა და ამიტომ იცავს ისლამს. სინამდვილეში ბევრ ქართველზე უფრო ქართველი ვარ და ბევრისგან განსხვავებით ეს ქვეყანა მიყვარს! ცხოვრებაში არ მითქვამს რომ ასეთ ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრო?! ან წავალ სადმე ევროპაში და უფრო კარგ ცხოვრებას ვნახავ! ჩემთვის ყველაზე კარგი ცხოვრება აქ საქართველოშია და იცით ვერავის მივცემ უფლებას ჩემი ქვეყანა ნაკუწებად აქციოს. ამ ქვეყანაში ყოველთვის მუსლიმები, მართმადიდებლები, კათოლიკეები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ერთად! უამრავი მეგობარი მყავს აქ – ფეისბუქზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქე ქართველი მუსლიმები, ქისტები, აზერბაიჯანელები არიან. უამრავი მეგობარი და ნათესავი მყავს რომელიც მართმადიდებელია… რა გჭირთ?! ვიღაცა თავში ტვინის მაგივრად კიტრის მქონე ტერორისტის გამო რატომ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებთ?! რატომ?! ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი და ეს ქვეყანა ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ავაშენოთ. რა მნიშვნრლობა აქვს იმას რომ მე აზერბაიჯაბელი ვარ და შენ ქართველი. მე და შენ ერთი ქვეყნის – საქართველოს პასპორტი გვაქვს და ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. იმ ადამიანებს აი 2 წიგნი რომ წაუკითხავთ და ვერ ანსხვავებენ რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს, მინდა ვუთხრა თვალეები გაახილეთ… ნახეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები, მათ ოჯახებში მიდით… მერე მითხარით ისინი ტერორისები არიან?! მწყინს რომ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობთ….”

წერს რამილია ალიევა სოციალურ ქსელში

Comments
Loading...