„რანაირი კითხვებია“ – დავით ნარმანია საპარლამენტო სიაში მოხვედრაზე

პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კვირის ბოლოსთვის უნდა გაიმართოს სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი საკითხი წინასაარჩევნო პროცესია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კოალიცია ნელნელა დაიწყებს საპარლამენტო სიის ფორმირებას.

გადაინაცვლებენ თუ არა ისინი მინისტრების სავარძლებიდან, მათი ნაწილი ამ საკითხზე მოლაპარაკების მიმდინარეობას არ ადასტურებს. თუმცა, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ასეთი შეთავაზება იქნება, ის მზად არის გახდეს დეპუტატი.

დავით ნარმანია კი მისი საპარლამენტო სოაში მოხვედრის შანსზე აცხადებს, რომ მსგავს საკითხზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„რანაირი კითხვებია, ჯერჯერობით უახლოეს გეგმებში არ შედის,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...