რას აღნიშნავს სალვადორ დალის ყველაზე იდუმალი ნამუშევარი”გეოპოლიტიკური ბავშვი “

გეოპოლიტიკური ბავშვი აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას (Geopoliticus Child Watching the Birth of the New Man)
სალვადორ დალის ერთერთი ყველაზე იდუმალი და საინტერესო ნამუშევარი. შესრულებულია ზეთის საღებავებით 46 – 52 სანტიმეტრ ზომის ტილოზე.
ნახატი შესრულებულია 1943 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი, უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო და ხშირად აკეთებდნენ ოპტიმისტურ წინასწარმეტყველებას “ახალ მსოფლიოზე”, რომელიც ფაშიზმის დამარცხების შემდეგ უნდა შექმნილიყო.
სალვადორ დალი, აღნიშნულ ნახატზე თითქოს სიცოცხლეს ჩუქნის “მომავლის შვილს”, რომლის დაბადების ადგილიც ამერიკის კონტინენტია, ხოლო საყრდენი ინგლისი. კვერცხი დედამიწის სიმბოლოა, საიდანაც იბადება ეს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხით გაარღვიოს დედამიწის ფორმის კვერცხის ნაჭუჭი. ქალის მუხლებს ამოფარებული ბავშვი, გაკვირვებით და შიშით უყურებს “ახალი ადამიანის” დაბადების მტკინვეულ პროცესს. დაბადების ადგილიდან ჩამონადენი სისხლი სიმბოლოა იმისა, რომ “ახალი ადამიანის” დაბადება არ იქნება უმტკივნეულო. თუ კარგად დააკვირდებით, დასავლეთ აფრიკა გაყოფს ცრემლს, ამ დროისათვის აფრიკა და ზოგადად არც ისე სახარბიელო მონურ მდგომარეობაში იყო, ამერიკაშიც კი მათ მონებად და არადამიანებად თვლიდნენ.
მინიშნებას გვაძლევს ჩონჩხადქცეული ქალი(ზოგის აზრით იგი ჰერმაფროდიტია) რომელიც სავარაუდოთ კავკასიის ტერიტორიაზე მიანიშნებს(ან უბრალოდ ახალი ადამიანისკენ), საყურადღებო დეტალია ჩრდილი,თუ დავაკვირდებით ქალის ხელის ჩრდილი მიწაზე არ ირეკლება(უხილავი ხელის თეორია). მკვლევართა ნაწილის აზრით ქალი და ყრმა მარიამის და იესოს კარიკატურაა, ანუ ზოგადად დაცინვა რელიგიისადმი რომლის ადგილი და ძალა მომავლის სამყაროში ნაკლები იქნება.
ნემსისწვერიანი საფარი, რომელსაც მხატვარი დედამიწის-კვერცხის თავსაბურავად იყენებს, არის ზეწარი ცამეტი წვერით. ესეც სიმბოლურია. შეიძლება ეს უბრალოდ თარსი ციფრია.(ზოგიერთი მკვლევარის აზრით ეს მინიშნებაა ნატოში შემავალი 13 ქვეყნის , თავიდან ნატოში სწორედ ამ რაოდენობის ქვეყანა შედიოდა).
სურათზე კიდევ სამი ადამიანია ორი დამწუხრებული მარცხენა კუთხეში და ერთი ლაღი ადამიანი მარჯვნივ რომელიც თითქოს მზეს პირდაპირ უყურებს.
(Ani Demetrashvili)

დრო მიდის,კადრები კი რჩება

Leave A Reply

Your email address will not be published.