რას განასახიერებს ბოშების დროშაზე წითელი ჩაკრა?

შეიძლება, დაუჯერებლად გეჩვენოთ, მაგრამ ბოშებს, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნიათ, საკუთარი ეროვნული სიმბოლო – დროშა აქვთ, რომელიც 1971 წელს ლონდონში გამართულ ბოშათა მსოფლიო კონგრესზე მიიღეს.

ბოშების დროშა ორფეროვანია – ზედა ნაწილი ლურჯია და ქვედა – მწვანე. შესაბამისად, ეს ფერები მიწას და ცას განასახიერებს.
დროშის ცენტრში წითელი ჩაკრა ანუ ბუდისტური სიმბოლოა განთავსებული, რაც ბოშების ინდოარიულ წარმოშობაზე მიუთითებს.
სხვათა შორის, მსგავსი სიმბოლოა გამოსახული ინდოეთის დროშაზეც. სიმბოლოთა ერთობლიობა კი იმაზე მიუთითებს, რომ ფიზიკურად თუ არა, სულიერად მაინც ბოშები მთელი ცხოვრება გზაში არიან.

მსოფლიოში გაფანტული ბოშების ნაწილი ამ დროშას არ აღიარებს. მაგალითად, ხორვატიელ ბოშათა მოძრაობის დროშა მოცემულისგან იმით განსხვავდება, რომ მასზე, წითელი ჩაკრის ნაცვლად, ოქროსფერია.
დროშის ფორმას არ ეთანხმებიან აღმოსავლეთ ევროპელი ბოშებიც.
1992 წელს რიგაში ბოშების კონგრესი გაიმართა, რომელზეც მოითხოვეს, რომ ჩაკრის ნაცვლად, დროშაზე ცხენის თავი ყოფილიყო გამოსახული, თუმცა ჯერჯერობით, ბოშების დროშა იმ ფორმითაა შენარჩინებული, როგორსაც სურათზე ხედავთ.

წყარო: ფანთაიმი

Leave A Reply

Your email address will not be published.