რას გეგმავენ ნაციონალები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ?!

გაზეთი „კვირის ქრონიკა“ წყაროზე დაყრდნობით სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, „ნაციონალები“ კუდის ტექნიკური განყოფილების, ყოფილი თანამშრომლების დახმარებით ამონტაჟებენ სკანდალურ აუდიოჩანაწერს, სადაც ბიძინა ივანიშვილი უცნობ ადამიანს ეროსი კიწმარიშვილის მოცილებას სთხოვს და ამის სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობს. წყარო აცხადებს, რომ ამ კადრებს საქართველოდან გაქცეული კუდის ერთ-ერთი თანამშრომელი ატვირთავს სოცქსელში.
„ეს ჩანაწერი ხალხის მობილიზებისთვისაა გამიზნული. „ნაციონალებს“ სურთ ხალხი დააჯერონ, რომ ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის მოკლულია და ამის მიზეზი რუსთავი 2 -ის ხელში ჩაგდება იყო. მათი ვარაუდით გააფთრებული ხალხი გამოვა, მიეჭრება ბიძინა ივანიშვილს და მის დაჭერას მოითხოვს. ამას გააშუქებს უცხოური მედია. შემდეგ დაიდება ექსპერტიზის პასუხებიც, რომ ჩანაწერი ყალბია და დამონტაჟებული, თუმცა „ნაციონალები“ აყვირდებიან, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ყალბია. ნაციონალები რამდენიმედღიან საპროტესტო აქციას გეგმავენ, ერთი მხრივ რუსთავი 2 -ის დასაცავად, და მეორეს მხრივ ივანიშვილისთვის მკვლელის იარლიყის მისაწებებლად. თავად ივანიშვილი რას იზამს კაცმა არ იცის, თუმცა „ოცნებას“ რომ მოუწევს იმის მტკიცება რომ მკვლელი არ არის, ეს ცხადია“- წერს გამოცემა. გაზეთის ცნობით, გავრცელდება ინფორმაცია რომ ჩანაწერის დამზადება მისივე სახლში მოხდა და მოსასმენი აპარატურა დაცვის წევრებმა დაამონტაჟეს, როგორც ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში მოხდაო.

Leave A Reply

Your email address will not be published.