რას ითხოვს მოსახლეობა: 2015 წელს, თხოვნით მერიას 55 ათასამდე მოქალაქემ მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ “მედიატორმა” თბილისის მერიაში შემოსული განცხადებების მონიტორინგი აწარმოა. ორგანიზაციის მტკიცებით, ძირითადად მერიას ჯანდაცვის კუთხით სთხოვდნენ დახმარებას.

,,54 390 მეტი განცხადებაა შესული თბილისის 10 რაიონში 2015 წელს მედიკამენტების, ოპერაციის და გამოკვლევების დაფინანსების თხოვნით. საერთო ჯამში შესული განცხადებების 39,9 პროცენტი სწორედ ამ მიმართულებით დახმარებას ითხოვს .

2015 – წელს 68 ახალი სკვერი დაემატა დედაქალაქს მაშინ, როცა წინა წლების სტატისტიკით საშუალოდ წელიწადში 108 ახალი სკვერი ეწყობოდა. 2015 წელს 11 ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი შეემატა დედაქალაქს მაშინ, როცა წინა წლების სტატისტიკით საშუალოდ 63 ხალი სტადიონი ეწყობოდა . ყველაზე მეტი უარი მოქალაქეებს მედიკამენტებზე, ოპერაციასა და გამოკვლევებზე ისნის რაიონმა უთხრა. მათ ჯამში, ამ მიმართულებით, 3046 განცხადება არ დააკმაყოფილეს. ასევე ისნის რაიონში დაფინანსდა ყველაზე ცოტა მსგავსი განცხადება წლის განმავლობაში 3288 .”– ნათქვამია ორგანიზაციის მერ გასაჯაროებულ დოკუმენტში.

წყარო:metronome.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.