რას მალავს დონალდ ტრამპის პირადი მცველის მარჯვენა ხელი?!

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ერთ-ერთ წევრს მედიამ უცნაური რამ შენიშნა. ინაუგურაციის დღეს, დონალდ და მელანია ტრამპის უკან მიმავალი პირადი მცველის მარჯვენა ხელი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. მედია მოგვიანებით იმაზე ალაპარაკდა, რომ მას შესაძლოა ხელის ტრავმის გამო, პროთეზი ჰქონდეს მორგებული.

თუმცა, სამხედრო ექსპერტები სხვანაირად ფიქრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთგვარი შენიღბვა, დაცვის წევრს მარჯვენა ხელი ქურთუკის შიგნით აქვს, რომლითაც იარაღი უჭირავს, ასე იგი მუდმივ მზადყოფნაშია პრეზიდენტის დასაცავად. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის დაცვის წევრი შესაძლოა იარაღს FN-P90-ს ატარებდეს.

newposts.ge

Comments
Loading...