რას ნიშნავს “ბიუ ბიუ” და რატომ უნდა იდოს იგი თქვენს სუფრაზე

კოლმეურნეობის მოედანზე ჯიხურთან მდგარი საკმაოდ გრძელი ხალხის რიგი იდგა,ერთგვარი ნოსტალგიააა ამდენი წლის შემდეგ თითქოსდა 90-იანი, “შავ-ბნელი” პერიოდი დაბრუნდა და ხალხი ისევ პურის რიგშია,მაგრამ თურმე ახლა ოცდამეერთე საუკუნეში, ერთადერთი რამ ,რისთვისაც ქართველი შეიძლება რიგში ჩადგეს,ნედლი ქათამი “ბიუ ბიუა”
ჯიხურიც მშვენივრადაა გაფორმებული და რაც მთავარია ხელთათმანებით მომუშავე გამყიდველი (ღიმილით),კონტეინერებში შეფუთულ პროდუქტს აწვდის მომლოდინე საზოგადოებას.
მოკლედ რაღაც ევროპულ-ქართული ამბავია,ხოდა ჩვენც როგორც ქართული პროდუქტის ქომაგნი mpress.ge- ს მკითხველს ქართულ სიმინდზე გაზრდილი “ბიუ ბიუს” ისტორიას გთავაზობთ,რომელიც ასე ლამაზად შეფუთულ-გამზადებული თქვენს სუფრაზე ხვდება..(სანამ ქათამთა დაცვის არასამთავრობო არ შეიქმნება საქართველოში,ეს კი ძალიან შორეული მომავლის საკითხია) ახლა შეგვიძლია თავისუფლად “ვიფრინოთ” და “ბიუ ბიუს” პროდუქტითაც დავნაყრდეთ.

1234663_1484092391831153_7735034856920058812_n

ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა სრულად გაკონტროლდეს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე – ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.

ბიუ-ბიუ თქვენს სახლში სოფლის მონატრებულ სურნელს დააბრუნებს, გაგახსენებთ როგორ გიმზადებდათ საყვარელი ბებია უგემრიელეს შებრაწულ ქათამს, და როგორ მოუთმენლად ელოდით სუფრასთან ოჯახის ყველა წევრი!

“ბიუ-ბიუ” ქართულ სოფლებში ქათმის მოძახილია. დიასახლისები ამ სიტყვით მოიხმობენ შინაურ ფრინველს საჭმელად.

ქართულ მიწაზე მოყვანილი მარცვლეულით – სიმინდით და ხორბლით ნაკვებ ბიუ-ბიუს ქათმებს ჯანსაღი სოფლის ქათმის გემო აქვთ. გემო, რომელიც ასე მოგენატრათ..

რაც შეეხება კითხვას თუ რატომ უნდა იდოს იგი თქვენს სუფრაზე,ძალიან სასიხარულო და მარტივი პასუხი აქვს – “ბიუ ბიუ” ეკოლოგიურად სუფთა(ჯანსაღი) ხელმისაწვდომი და ქართულია.

პროდუქციის ჩამონათვალი (ბმული)

picture_06

Comments
Loading...