რას ყვება თემქაზე, იმ კორპუსის მაცხოვრებელი, სადაც კანიბალიზმის შემთხვევა მოხდა

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, რომლის ვინაობასაც გასაგები მიზეზის გამო არ ვასახელებთ, ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ჩემს კორპუსში მეზობლები ძაღლებს და კატებს კარგავდნენ. დღეს მოვედი სახლში და ასეთი ამბავი დამახვედრეს, თურმე ბოლო სადარბაზოში ვიღაცეები დაუჭერიათ, ნაგირავებში ცხოვრობდნენ. ჩხრეკაზე მეზობლები დაისწრეს და მაცივარში ძაღლების და კატების თავები აღმოაჩინეს. ოთახში კი თურმე რაღაც სატანისტურ რიტუალებს ასრულებდნენ. მოკლედ, ახლა უნდა შევკრიბო სამეზობლო და კორპუსის განსაწმენდად და საკურთხებლად მამაოები მოვიყვანოთ. რა ხდება? როგორ მოეძალნენ ეს სექტები ჩვენს ქვეყანას?!” 

“ფოსტალიონი”  აღნიშნულ პიროვნებას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ბინა, რომელშიც ჩხრეკა ჩატარდა, ბოლო სართულზეა და აქეთ იქით სხვა მაცხოვრებლები  არ არიან: ერთი ოჯახი უცხოეთშია. მეორემ კი იყიდა, მაგრამ  არ გადმოსულან. ეს ბინა მათ შუაშია. მეზობლები მდგმურებს არ იცნობენ, თუმცა არცერთი მათგანი  “თინეიჯერი”არ  არისო.

ჩვენ ვთხოვეთ, უფრო დეტალურად გაერკვია, რა მოხდა  მეზობლად. რესპოდენტი დაგვთანხმდა და ცოტა ხანში უფრო დაზუსტებული  ინფორმაცია მოგვაწოდა.  აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის კორპუსია, სადაც  მოხუცი ქალის მკვლელობაში და კანიბალიზმში ეჭვმიტანილ  ბექა შენგელიას, დედასთან და ძმასთან ერთად ჰქონიათ ბინა ნაგირავები და სადაც სექტის წევრების თქმით, მოკლული ქალის ცხედარი დაანაწევრეს და ჭამეს.

“ახლა ის გოგო მოიყვანა ბორკილებით პოლიციამ და ისევ წაიყვანეს.  ბექა შენგელია, დედამისი და მისი ძმაც აყვანილები არიან. ის ქალი დანაწევრებული ჯერ ამ სახლში მოუტანიათ და ამბობენ აქ უჭამიათო. ნარჩენები კი ნაგავსაყრელზე წაუღიათ გლდანშიო. პატრულის ხუთი ეკიპაჟი იყო ჩვენს ეზოში.“-გვითხრა მან.

წყარო:postalioni.com

Comments
Loading...