რას ყვებიან უმწეოები – „უფასო სასადილოში უმწეოების საჭმელს ყიდიან“

„დაწერეთ, დაწერეთ, ცოდვაა ხალხი,
გვიშველეთ რამე, აღარ შეგვიძლია ამ საჭმელის ჭამა
ჩემი შვილი უფასო სასადილოს ქათმით მომეწამლა
80 თეთრად როგორ გავაკეთო უმწეოების სადილი“?

„არ მომწონს სადილი, მაგრამ რა უნდა ვქნა? ისეთი ცუდი უფასო სასადილო, როგორც მთაწმინდაზეა, არცერთ რაიონში არ არის. დაწერეთ ამაზე, ცოდვაა ხალხი, რომ ასეთ საჭმელს აჭმევენ. თუ ვინმე არ მოვა სასადილოში, მორჩენილ საჭმელს ყიდიან.
_ ვისზე ყიდიან?
_ მოდიან ვიღაცები და ქათმებისთვის და ღორებისთვის მიაქვთ.
_ თქვენ საიდან იცით?
_ დავინახე“.

_ მორჩენილი საჭმელი სად მიგაქვთ?
_ ზოგი ჩვენ მიგვაქვს, ზოგს გადავღვრით.
_ დირექტორს აქედან საჭმელი მიაქვს?
_ არა, დირექტორს პროდუქტები მიაქვს, ამ საჭმელს არ შეჭამს.
_ რა თანხა იხარჯება ერთი ადამიანის გამოკვებაზე?
_ როგორც გამგეობიდან ვიცი, 1 და 18 თეთრი, აქედან 18 თეთრი მიაქვს გამგეობას მომსახურების თანხა, ხოლო 20 თეთრი დღგს. უმწეოებს რჩებათ 80 თეთრი. 80 თეთრად რა საჭმელი უნდა გააკეთო?

უფასო სასადილიოებში უმწეოების სადილი იმდენად უხარისხოა, რომ ცხოველსაც კი არ აკადრებენ, არათუ ადამიანს. საკვებს კალორიულობა გამოცლილი აქვს. წყალწყალა საჭმელს, მწვანილი, ხახვი და ცხიმი საერთოდ არ გააჩნია. ყოველდღიურად რამდენი ლარია საკვებისათვის საკმარისი? ამის შესახებ ექსპერტები ხშირად დავობენ. სამომხმარებლო კალათა ფასების მომატებასთან ერთად დღითი-დღე მცირდება. როგორ იკვებებიან უპოვარი ადამიანები, რომელსაც სახელმწიფო ეხმარება?

უფასო სასადილოში ერთი ადამიანის გამოკვებაზე 1 ლარი 18 თეთრი იხარჯება. ეს თანხა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია ამ ფასად ადამიანმა სრულფასოვნად იკვებოს. სამწუხაროდ, 1 ლარსა და 80 თეთრს აკლდება 38 თეთრი. 18 თეთრი გამგეობასუხდიან მომსახურეობაში( ესეც გაუგებარია რატომ) 20 თეთრი დღგ-ს მიაქვს. 80 თეთრად როგორ შეიძლება ადამიანმა სრულფასოვნად იკვებოს?

საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერაძე თვლის, რომ დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია. რა ხდება უფასო სასადილოებში „კვირის ქრონიკა“ უფასო სასადილოებს ესტუმრა.
მთაწმინდის უფასო სასადილოში მივედი, ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და სიას წერდა. იქით, მზარეულები უმწეოებს სადილით უმასპინძლდებეოდნენ. ქალბატონს გავესაუბრე, მას ჩემი მისვლა არ ესიამოვნა და დაიძაბა.
_ რამდენი უმწეო სადლობს თქვენთან?
_ 800-მდე, თუმცა, ამათ გარდა, ჩვენთან რეზერვში მყოფი ადამიანებიც სადილობენ რეზერვში 90 კაცია, მათ სიის გარეშე ვაძლევთ საკვებს. თუ ძირითადი არ მოვა, მაშინ საკვებს რეზერვში მყოფს მივცემთ.
_რა თანხა იხარჯება ერთი უმწეოსათვის?
_ ვერ გეტყვით, კედელზე წერია მენიუ.
_კალორიულობა თუ აქვს თქვენს კერძებს?
_ რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელია და კალორიული.
_ სახლში მიაქვთ?
_ მრავალსულიანებს მიაქვთ, ყველას, ვინც აქ არ ჭამს.
_პურს რამდენს აძლევთ?
_ პური 250 გრამს.
_დირექტორი სადაა?
_ დღეს არაა.
_ ქუჩიდან შემოსულ ადამიანებსაც აჭმევთ?
_ როგორ არა, 10-20 კაცი მაინც შემოდის.
_ საკვები თუ გრჩებათ?
_ ზოგჯერ ერთი ან ორი თეფში.
_ თქვენ რა ფუნქციას ასრულებთ?
_ თანამშრომელი ვარ, სიებს ვწერ, ხელისმოწერის გარეშე სადილი არ გაიცემა.
გადავწყვიტე, უმწეო ადამიანებს უფასო სასადილოს გარეთ გავსაუბრებოდი. შევამჩნიე, რაღაცის თქმა უნდოდათ და ვერ ბედავდნენ.
მოხუცმა კუთვნილი ულუფა ჩანთაში ჩააალაგა და ეზოში გამოვიდა. მომიახლოვდა და საუბარი გამიბა:
_ დიანახეთ რა წყალწყალა საჭმელი იყო? რუსთაველზე, კინოს სახლში არის ერთი სასადილო, იქ მართლაც ყველაფერი გემრიელი და კალორიულია. აქ კი, მოვდივართ, იმიტომ, რომ გვშია, სხვა არაფერი_ სინანულით ჩაილაპარაკა.
მოხუცი კაცი ჯოხით აღმართზე ძლივს ამოდის, სასადილოში მიდის, გავაჩერე და გავესაუბრე:
_ სადილი არ მომწონს, მაგრამ რა უნდა ვქნათ, ისეთი ცუდი სასადილო, როგორიც მთაწმინდაზეა, არცერთ რაიონში არ არის. დაწერეთ ამაზე, ცოდვაა ხალხი, რომ ასეთ საჭმელს აჭმევენ. თუ ვინმე არ მოვა სასადილოში, მორჩენილ საჭმელს ყიდიან.
_ ვისზე ყიდიან?
_ მოდიან ვიღაცები და ქათმებისთვის და ღორებისთვის მიაქვთ.
_ თქვენ საიდან იცით?
_ დავინახე.
_ მარტოხელა ხართ?
_ კი, მარტო ვცხოვრობ, 91 წლისა ვარ. 50 წელი ვმუშაობდი მეტროპოლიტენში. თავისუფლების, ავლაბარისა და რუსთაველის მეტროსადგურები ავაშენე. ცოდვა არა ვარ, 50 წელი ვიმუშავე და ასეთი სადილი მაქვს.
_ ამბობენ, უფასო სასადილოში, 1 და 18 თეთრად კალორიულ საკვებს ღებულობენო?
_ ეგ ვინ თქვა? 1 ლარად და 18 თეთრად, როგორ იქნება კალორიული, როცა ყველაფერი გაძვირდა, ან რა სადილია ეს? თუ არ გჯერათ, მოდით და გასინჯეთ.
_ თქვენ საიდან ხართ?
¬„კვირის ქრონიკიდან“.
_ დაწერეთ, დაწერეთ, ცოდვაა ხალხი.
_რომ დაგინახონ მესაუბრებით, პრობლემა შეგექმნებათ?
_დამინახონ, რა პრობლემა უნდა შემექმნას? გვიშველეთ რამე, აღარ შეგვიძლია ამ საჭმელის ჭამა.
მოხუცი ქალი, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე ცხოვრობს, მხოლოდ უფასო სასადილოს საკვებით არსებობს, ისიც მარტოხელაა.

_ როგორ მოგწონთ სადილი?
_ სადილი? ხან მომწონს, ხან არა. მაგრამ, სხვა რა გზა მაქვს? 84 წლის ვარ, მარტოხელა. მშიერი რომ არ დავრჩე, უფასო სასადილოში დავდივარ. პენსიდან წინასწარ კრედიტი გამოვიტანე. შვილიშვილი დამეღუპა და მისი დამარხვისთვის დავხარჯე.
_ პენსიას აღარ ღებულობთ?
_ არა, პროცენტები დამაკისრეს და იმასაც პენსიიდან ვიხდი. თებერვლამდე პენსიას ვერ ავიღებ. უფასო სასადილოში პურს მაინც მაძლევენ.
_ რამდენს გაძლევენ?
_ 250 გრამს.
_ გყოფნით?
არ მყოფნის, მაგრამ რა ვქნა. შიმშილით სიკვდილს სჯობია.
მეორე უფასო სასადილოში მზარეული ჩავწერე. მთხოვა, ვინაობა არ გამემხილა. რადგანაც შესაძლოა, ამის გამო სამსახური დაკარგოს. ამიტომ მზარეულის სახელს ანონიმურად მოვიხსენიებ.
მზარეულს 80 თეთრიან სადილში წყალის ჩასხმას სთხოვენ

მზარეული-ანგელინა
_ საკვებს უმწეოებს სიებით აძლევთ?
_ რა თქმა უნდა, ის ვინც, 10 Dდღის განმავლობაში არ მოვა, სიიდან ამოვარდება. უფასო სასადილოებში სიებს გამგეობიდან აგზავნიან. ნაციონალური მოძრაობის დროს სიაში 750 იყო შეყვანილი, აქედან მხოლოდ 250 უმწეო ღებულობდა საკვებს.
_ დანარჩენი ადამიანების საკვებს ვინ ჭამდა?
_ ყველა, გამგეობა და დირექტორი.
_ ამჟამად, რამდენი უმწეოა სიაში?
_ უმწეოთა სია 800- კაცამდე მდე გაიზარდა. იმის შემდეგ, უფასო სასადილოებზე Aაუდიტის სამასახურის დასკვნა დაიდო, ცოტა გაამკაცრეს. Mაგრამ დირექტორი მაინც გვამცირებინებს პროდუქტების წილს წყალში. პროდუქტებს ლიმიტირებულად გვიზიდავენ, ჩვენამდე რაც მოდის, სადილს იმით ვაკეთებთ.
_ რამდენი ადამიანის სადილს აკეთებთ?
_ ასე, 400 კაცის.
_ ვინც არ მოდის?
_ თუ ვინმე არ მოვა, რჩება.
_ მორჩენილი საჭმელი სად მიგაქვთ?
_ ზოგი ჩვენ მიგვაქვს, ზოგს გადავღვრით.
_ დირექტორს მიაქვს აქედან საჭმელი?
_ არა, დირექტორს პროდუქტები მიაქვს, ამ საჭმელს არ შეჭამს.
_ რა თანხა იხარჯება ერთი ადამიანის გამოკვებაზე?
_ როგორც გამგეობიდან ვიცი, 1 და 18 თეთრი, აქედან 18 თეთრი მიაქვს გამგეობას მომსახურების თანხა, ხოლო 20 თეთრი დღგს. უმწეოებს რჩებათ 80 თეთრი. 80 თეთრად რა საჭმელი უნდა გააკეთო?
_ თავად თქვენ მოგწონთ ეს საჭმელი?
_ არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა, ყოველDდღე დირექტორი მეუბნება, რომ დავაკლო საკაზმები. აბა, ცარიელ წყალზე ხომ არ დავამზადებთ სადილებს?
_ ვინ ამოწმებს უფასო სასადილოებს?
_ გამგეობიდან მოდიან ზოგჯერ. როცა შემოწმებაზე მოდიან, მაშინ გვეუბნებიან, რომ მეტი საკაზმები გავაკეთოთ.

მანანა_ უმწეო, 58 წლის
_ უწეოთა პროგრამაში ვარ. შაბათს, 2 ცალ სოსისს და 100 გრამი წიწიბურას გვაძლევენ. 2 სულზე ერთ პურს გვაძლევენ. კომპოტი ცარიელი წყალია. ქათმის ბარკალს საშინელი სუნი ასდის .გუფთა წამოვიღე და გაშავდა. Gაუგებარია, თუ რა ხორცით აკეთებენ?
_ კალორიულობა აქვს?
_რა კალორიულობა უნდა ჰქონდეს, გასინჯეთ და თავად მიხვდებით. ამ საკვებით დაავადმყოფდებით. ბევრჯერ წამოვიღე და გზაში გადავაქციე. ვერ შევჭამე, გული ამერია.

ჩემი შვილი უფასო სასადილოს ქათმით მომეწამლა…

დალი -სოციალურად დაუცველი
_ უფასო სასადილოს საჭმელი მხოლოდ შაბათობით მიმაქვს. რამდენჯერაც წამოვიღე, იმდენჯერ გადავაქციე. რატომ არის ასე უგემური ვერ გამიგია. ჩემი შვილი უფასო სასადილოს ქათმით მომეწამლა.
_ მზარეულებს,თუ უთხარით ამის შესახებ?
_ მზარეულებმა იუარეს, ჩვენი საჭმელი არ მოწამლავდაო. ქათმის ბარკალი გაშავებული იყო. ის,ვინც უფასო სასადილოში დადის, კარგად იცის, ქათმის ბარკალს როგორი სუნი ასდის. რა ვქნათ? გშია და ხმას ვერ ვიღებთ…..
ვუსმენ უმწეო, უპოვარი ადამიანების მონათხრობს და გული მეთანაღრება. როგორ შეიძლება ადამიანების ასე დაცინვა და დამცირება? დღეში 1 ლარი და 18 თეთრი აქვთ საარსებოდ, აქედან 38 თეთრს გამგეობა და დღგ `ტეხავს~. 80 თეთრიანი სადილი კი წყალსა და პროდუქტებს შორის იკარგება. ესეც საქველმოქმედო სასადილო. უმწეო, უპოვარი ადამიანების ხარჯზე, მავანი ხელს ითბობს და პირიდან ლუკმას აცლის. პასუხს კი არავის სთხოვენ.

„კვირის ქრონიკა“

ეთერ ბალაძე.

Comments
Loading...