რას სთხოვენ თოვლის პაპას სხვადასხვა ქვეყნის ბავშვები (ფოტოკოლაჟი)
სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფებმა ბავშვებს სთხოვეს, დაეხატათ ის სურვილები, რომლებიც მათ თოვლის ბაბუას მისწერეს. ერთად ვნახოთ, რა გამოვიდა.
სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფებმა ბავშვებს სთხოვეს, დაეხატათ ის სურვილები, რომლებიც მათ თოვლის ბაბუას მისწერეს. ერთად ვნახოთ, რა გამოვიდა.
ემა, 9 წლის. ბოსნია და ჰერცოგოვინა. გოგონას საახალწლო საჩუქრად ახალი ტელეფონი ან პლანშეტი სურს მიიღოს. მისი ძმისთვის კი ემამ თოვლის ბაბუას სათამაშოები, ტკბილეული და სათვალის ახალი ჩარჩო დააბარა.
ჯორჯი კიდი, 10 წლის, უელსი.
ჯორჯის სურვილია, მელია ჰყავდეს.
რაფაელა, 4 წლის. კალიფორნია, აშშ.
რაფაელა ზღაპრულ ბაღზე ოცნებობს.
დიანა, 4 წლის. უკრაინა.
პატარა დიანა ჯადოსნურ მუსიკალურ სახლზე ოცნებობს, სადაც თამაშს შეძლებს.
ანა, 7 წლის, რუსეთი.
ანას სურვილია, თოვლის ბაბუამ თოჯინა – Lalaloopsy მოუტანოს.
იზაბელა, 5 წლის. გერმანია.
იზაბელა ოცნებობს ნამდვილ ჩიტზე. სათამაშოებიდან კი თოვლის ბაბუას ქალთევზა, მარტორქა და ელფი დააბარა.
სოფია, 8 წლის. ჩეხეთი.
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ სოფიას სურვილია, ძაღლებმა და კატებმა მეგობრულად იცხოვრონ.
დორა, 8 წლის. ხორვატია.
სიყვარული და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და დღიური.
ტაჯი, 10 წლის. კალიფორნიის შტატი, აშშ.
ტაჯი ელოდება ნერგებს ხეხილის ბაღისთვის და მფრინავ ცოცხს ბაღში სამუშაოდ.
ჯეიდენი, 5 წლის. ფილიპინები.
5 წლის ჯეიდენი კურდღელზე ოცნებობს, რადგან დედა მას კნუტის ან ლეკვის მოვლის უფლებას არ აძლევს.
ადინა, 7 წლის, ყაზახეთი.
ადინა ბარბის სახლზე ოცნებობს.
ალისია, 4 წლის. მექსიკა.
ალისიას სურს, ზამთრის ქურთუკი თავისთვის და ტანსაცმელი და-ძმებისთვის.
პალესა, 12 წლის. სამხრეთ აფრიკა.
პალესა თოვლის ბაბუას Nike-ის ფირმის სპორტულ ფეხსაცმელს აბარებს. მისი სიტყვებით, დედა მას დაჰპირდა ამგვარი ფეხსაცმლის ყიდვას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი პალესა გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, მაგრამ გოგონა არ არის დარწმუნებული, რომ დედა დანაპირებს შეასრულებს.
მატიასი, 6 წლის. მექსიკა.
ბიჭუნა ველოსიპედზე ოცნებობს.
მილა, 10 წლის. მაკედონია.
მილას სურვილია, მისი მშობლები შერიგდნენ.
დანა, 10 წლის. ლატვია.
„მინდა, თოვლის ბაბუას ვთხოვო, მომიტანოს ისეთივე პიჟამო, როგორიც ჩემს საუკეთესო მეგობარ ფელიჩიტას აქვს“.
მორენა, 9 წლის. არგენტინა.
მორეას მუსიკა უყვარს და უკვე დიდი ხანია ელექტრო-გიტარაზე ოცნებობს.
ონარი, 8 წლის, ნიკარაგუა.
გოგონა პრინცებითა და პრინცესებით სავსე სასახლეზე ოცნებობს.
Recover your password.
A password will be e-mailed to you.