რას სვამენ მსოფლიო ლიდერები – პოლიტიკოსების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები
პოლიტიკური მოღვაწეები და მსოფლიო ლიდერები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მე და თქვენ. ხანდახან მათაც სურთ, მოეშვან და რამდენიმე ჭიქა ღვინო ან უფრო ძლიერი სასმელი მიირთვან. წარმოგიდგენთ, მსოფლიო ლიდერების საყვარელ ალკოჰოლურ სასმელებს.
ტონი ბლერი
ტონი ბლერი ალაოს მოუყვარულთა კლბის წევრია და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნისას კარგ ვისკიზე შესანიშნავი არაფერია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ყველაზე საყვარელი ალკოჰოლური სასმელი ღვინოა.
ფრანსუა ოლანდი
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ონალდი საკუთარი ქვეყნის ღვინის ნამდვილი თაყვანისმცემელია. მან გამოცემასთან Revue de Vin de France განაცხადა, რომ როგორც ფრანგების უმეტესობა, ისიც მოჯადოვებულია ფრანგული ღვინის უპირატესობით.
”მე ვაფასებ დეგუსტაციის პროცესს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ჩემთვის ეს არის ურთიერთობა, სრულყოფილი აღმოჩენების გაზიარების საშუალება. სწორედ, კარგი ღვინით აღვნიშნავ მნიშვნელოვან მოვლენებს, მაგალითად, პოლიტიკურ გამარჯვებას.
ვლადიმერ პუტინი
მატივი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ვლადიმერ პუტინის საყვარელი ალკოჰოლური სასმელი არაყია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის არც ისე ბევრს სვამს. პუტინმა ალკოჰოლური გემოვნება გერმანიაში ვიზიტის დროს დახვეწა. საბოლოოდ კი, შეგვიძლია გითხრათ, რომ ღვინო ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პირველი პირი მიირთმევს.
დიმიტრი მედვედევი
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ეს კიდევ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც არ განიცდის სისუსტეს ალკოჰოლის მიმართ. როგორც ჩანს, წყალი მისი საყვარელი სასმელია. მაგრამ თავისუფალ დროს უპირატესობას, მაინც ღვინოს ანიჭებს.
ჯულია გილარდი
ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ გამოცემასთნ განაცხადა, რომ მას უყვარს წითელი ღვინის დალევა, იშვიათად ეტანება თეთრს. მიუხედავად ღვინის სიყვარულისა, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, ერთ-ერთ ავსტრალიურ ბარში ლუდი შეუკვეთა.
ჰუ ჯინტაუ
ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საყვარელი ალკოჰოლური სასმელიც ღვინოა. თეთრ სახლში ვიზიტის დროს აშშ-ის მთავრობამ არ გაამჟღავნა კონკრეტულად რომელ ღვინოს მიირთმევდნენ ვახშამზე, თუმცა მოგვიანებით, ღვინის სახელის გავრცელების შემდეგ, ერთ-ერთის ფასი 115-დან 350 $-მდე გაიზარდა.
დევიდ კემერონი
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა 2010 წლის არჩევნების წინა დღეს განაცხადა, რომ უპირატესობას უფრო მწარე სასმელს ანიჭებს, ვიდრე ლაგერს (თეთრი ლუდი). უფრო ადრე კი ჟურნალ ShortList-ს გაუზიარა, რომ მისთვის დარტსის თამაშის ყურება და გინესის წრუპვა საუკეთესო გართობაა. “რადიო 4”-ის მსმენელებს კი გაუზიარა, რომ უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდა ალაოს ვისკის Isle of Jura.
მარგარეტ ტეტჩერი
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი 2013 წელს გარდაიცვალა, ის გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი გახლდათ. როგორც დევიდ კემერონი, “რკინის ლედიც” უპირატესობას ვისკის ანიჭებდა. თუმცა კემერონისგან განსხვავებით, მისი ფავორიტი ვისკი Bell’s გახლდათ.
ნიკოლა სარკოზი
როგორც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, საერთოდ არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს. ეს ფაქტი ხშირად ხდება მეღვინეების კრიტიკის საბაბი. ჟერარ ბერტრანის მეღვინემ, ვინსენტ შარლიმ აღნიშნა, რომ მეღვინეობის კრიზისის ფონზე, სარკოზის ეს განცხადება ნეგატიური მესიჯის შემცველია.
ბარაკ ობამა
ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი საყვარელი სასმელი შავი ჩაია, ტყის კენკრითა და ყინულით. თუმცა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ირლანდიაში ვიზიტის დროს არის გადაღებული, ლუდს ”გინესი” მიირთმევს. მის საყვარელ ალკოჰოლურ სასმელად ლუდი მიიჩნევა, აშშ-ის ექს-პრეზიდენტი Miller Lite Draft-ს ანიჭებს უპირატესობას. ამასთან, თეთრ სახლში მოწყობილი ჰქონდა ლუდსახარში.
დონალდ ტრამპი
რაც შეეხება ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, აღმოჩნდა, რომ ალკოჰლურ სასმელს საერთოდ არ მიირთმევს, რადგან საყვარელი ძმა ალკოჰოლიზმის გამო დაკარგა.
ჯორჯ ბუში
რაც შეეხება ჯორჯ ბუშს, 2001 წლამდე, ვიდრე პრეზიდენტის საქმიანობას შეუდგებოდა, იგი ცნობილი იყო, როგორც ალკოჰოლური სასმელების დიდი მოყვარული. მის საყვარელ ალკოჰოლურ სასმელად Jim Beam სახელდება.
ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი, არაერთხელ დააფიქსირეს, თუ როგორ მიირთმევს ლუდს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, კვლავ არის თუ არა ის ლუდის მოყვარული, მას შემდეგ რაც ერთ-ერთ რესტორანში მიმტანმა, შემთხვევით ლუდი გადაასხა.
წყარო: allwine.ge