რას ვერ პატიობს ივანიშვილი კალაძეს და რატომ აპირებს გადადგომას კახი კახიშვილი

პაატა ბურჭულაძე ირაკლი ალასანიას „შეეკვრება“?

რას ვერ პატიობს ივანიშვილი კალაძეს და რატომ აპირებს გადადგომას კახი კახიშვილი

„ისეთ რაღაცებს გეტყვით, თმა ყალყზე დაგიდგებათ,“ – ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი ჩვენმა კონფიდენციალურმა წყარომ, რომელიც თავის ვინაობას, ტრადიციულად, არც ამჯერად ამხელს, თუმცა „თაიმერს“ ნება დართო, ეთქვა, რომ ჩვენი რესპოდენტი პოლიტიკურ წრეებში გავლენიანი ფიგურაა.

„მართალია, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით გამოწვეული აჟიოტაჟი აღარავის ახსოვს, რადგან ხალხს გაუფასურებული ლარი უფრო ადარდებს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს გადადგომა „ოცნებაში“ სერიოზულ რყევებს გამოიწვევს, მით უმეტეს, არჩევნები კარზეა მომდგარი, თან როგორც გავიგე, ბიძინა ივანიშვილი გაგიჟებულია და საკუთარი თავისთვის ვერ უპატიებია, რომ ასე თუ ისე საბედისწერო შეცდომა დაუშვა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

თუ ჩვენი თანამოსაუბრის მონათხრობს გავყვებით, საქმე იმაშია, რომ ღარიბაშვლის წინააღმდეგ ივანიშვილის კარზე კალაძის გარემოცვა მუშაობდა.

„ახლა, ვერ გეტყვით, რომ ამ ინტრიგაშ თავად ენერგეტიკის მინისტრი იყო ჩართული, მაგრამ ყოფილ პრემიერთან ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა, ვისაც ირაკლის წინააღმდეგ ხმები მიქონდა. აქვე, ისიც ითქვა, რომ პრემიერობა კალაძესაც უნდა და შესაძელებელია, რომ ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდა და, პრინციპში, მიზანსაც მიაღწია – სერიოზული კონკურენტი ჩამოიშორა, მაგრამ გაზაფხულზე, ან უფრო ზაფხულში „ოცნებაში“ იმაზე სერიოზული „პერეტრუბაციები“ მოხდება, ვიდრე რომელიმე ექსპერტს თავისი გათვლებით წარმოუდგენია,“ – გამოთქვამს მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს რესპოდენტი.

ჩვენი რესპოდენტი „ოცნების“ საპარლამენტო სიის დაკომპლექტებსაც ეხება და თითქმის გადაჭრით ამბობს, რომ ამ სიაში აუცილებლად იქნება მანანა კობახიძე, მის გარშემო ატეხილი სკანდალის მიუხედავად.

„დიახ, ვიცი, რომ ქალბატონი მანანა ისევ იქნება სიაში, რასაც ვერ ვიტყვი ეკა ბესელიაზე. ასევე, გავიგე, რომ მინისტრის სავარძელს დატოვებს კახი კახიშვილი და ის თბილისის ერთ-ერთ რაიონში კენჭს მაჟორიტარად იყრის. ჯერ ბოლომდე არ დაზუსტებულა, მაგრამ კახიშვილი, სავარაუდოდ, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, თავდაცვის მინისტრიც ჩაერთოს, თუმცა არ მგონია, რომ თინა ხიდაშელმა კენჭი ისევ საგარეჯოში იყაროს.

ზოგადად, საგარეჯო წელს „საარჩევნო ეპიცენტრი“ იქნება, რადგან იქ თავიანთი კანდიდატი, ალბათ, „ნაციონალებსაც“ ეყოლებათ.

აგრეთვე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ საგარეჯოს მოსაგებად ეკონომისტი სოლომონ პავლიაშვილიც იბრძოლებს, რომელიც ადგილობრივი კადრია და რომელიც საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი ერთხელ უკვე იყო. თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ ადგილობრივებს პარლამენტში თავიანთი ადამიანის ნახვა უნდათ, აქედან გამომდინარე, საგარეჯოში მოგებს ყველზე რეალური შანსი ზუსტად სოლომონ პავლიაშილს აქვს,“ – ამბობს „თაიმერის“ რესპოდენტი.

რას ვერ პატიობს ივანიშვილი კალაძეს და რატომ აპირებს გადადგომას კახი კახიშვილი

არჩევნების კონტექტსტში „თაიმერის“ მოსაუბრე პაატა ბურჭულაძესაც ეხება და ამბობს, რომ მის ხელთ არსებული კულუარული ინფორმაციით, მსოფლიო ბანი პარტიას არ შექმნის. ბუნებრივია, ჩვენ რესპოდენტს ამ თემის გაშლა ვთხოვეთ.

„ბევრი მითქმა-მოთქმა არის, რომ აი, ბურჭულაძე პარტიას შექმის, რომ აი, ბურჭულაძეს ბმა შეიძლება, მიშასთან აქვსო, მაგრამ მე როგორც ყური მოვკარი, ბურჭულაძე თავისი ძალებით, შესაძლებელია, ირაკლი ალასანიასთან მივიდეს და ამით პროდასავლური მიმდინარეობის მოძრაობის გაძლიერება მოხდეს. ახლა, რეალურად რომ შევხედოთ, პაატას ხალხში ავტორიტეტი აქვს და ნაღდად არ აწყობს, რომ მისი ასოცირება სააკაშვილთან მოხდეს. ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ ალასანიასთან დამეგობრება იქნება.

ამას გარდა, არჩევნებამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი და ბევრი ფული რომც დახარჯოს, პარტიულ სტრუქტურებს ისე ვერ ააწყობს, რომ არჩევნებში ბარიერი გადალახოს და ახალ პარლამენტში თავისი ფრაქცია შექმნას.

BIDZINA2

თავისთავად ცხადია, რომ „ნაციონალებიც“ ეცდებიან არჩევნებში შედეგის დადებას, თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება 28 იანვარს გარდაბანში – თუ „ნაციონალების“ კანდიდატმა გაიმარჯვა ამ რაიონის არჩევნებში, მაშინ მათ სტიმული მიეცემათ, რომ შემოდგომისთვის უფრო შემართებით მოემაზადონ, მაგრამ რაღაც არ მგონია, რომ „ოცნებამ“ გარდაბანი დათმოს. არადა,ხომ ხედავთ, რა ხდება – ამ გარდაბნის გამო კალაძე თინა ხიდაშელს, პრაქტიკულად, საჯაროდ დაუპირისპირდა და სპეცუბნების გაუქმება თუ რაღაც ასეთი მოსთხოვა,“ – ამბობს „თაიმერის“ რესპოდენტი და დასძენს, რომ „ოცნებაში“ „რესპუბლიკელებს“ თავისიანებად არც აქამდე თვლიდნენ და არც ახლა თვლიან.

„ეს კარგად ჩანს თუნდაც მეჭიაურის განცხადებებიდან, მაგრამ ყველას რატომღაც ავიწყდება თავის დროზე ივანიშვილის ნათქვამი, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მის პოლიტიკურ გემოვნებასთან ყველაზე ახლოს არის. ამიტომ, ვინც რამდენიც უნდა აპროტესტოს, „რესპები“ ივანიშვლის კარზე თავიანთ სიტყვას ჯერ კიდევ დიდი ხნის მანძილზე იტყვიან და ამას ჯობია, „ოცნების“ პოლიტიკური ინსტემბლიშმენტი ახლავე შეეგუოს,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის კარზე თავისი პოლიტიკური ინტერესი ე.წ. „ინტელიგენტების დაჯგუფებასაც“ ქონდეს.

„თაიმერი“, რასაკვირველია, დაინტერესდა, ვინ არიან ამ „ინტელიგენტების დაჯგუფების“ წევრები, მაგრამ წყარომ დაკონკრეტებისგან თავი რატომღაც შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით მოგვაწვდის ინფორმაციას.ლინქი

Leave A Reply

Your email address will not be published.