რაჭა – საქართველოს ულამაზესი კუთხეები (ფოტოკოლაჟი)

რაჭა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების – კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ – მაზრას

300px-SvanetiHistorical.svg

0de3d188d8cf

1

2

8a4b2e67f9e4

81b5a40d2c55

976dc25202c5

15720_392058179200_291794199200_3445344_1623496_n

რაჭა,ნიკორჭმინდა

ზემო რაჭა, სოფელი გონა

ჯვრისწერა ზღვის დონიდან 1570 მეტრზე. ცხრაჯვარი ,რაჭა

82584902

1431518858_d3b425d390c5

1442135383_e8d85e1e43b1418da49994f1bf87cbcf

b3bb0b5d28c6

gallery_138_3_10449

gallery_369_3_222188

gallery_6266_22_908

ikl66

maxresdefault

normal_sop60eli_velevi_-_gabuni

patapraja

r-5

rach

racha (1)

racha

racha-8

racha41

rachahead

zastavkaaaa

რაჭა-საკაო

Comments
Loading...