რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
დაკავებულის ადვოკატი განცხადებით, გაჩეჩილაძე გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
წყარო: ნიუპოსტი